5 მიზეზი, თუ რატომ უნდა აიყვანოთ ძაღლი
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა აიყვანოთ ძაღლი
არიან ადამიანები, რომლებიც მარტივად იღებენ გადაწყვეტილებებს, თუმცა, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც დიდხანს ფიქრობენ და რჩევას სხვებს ეკითხებიან. ალბათ ბევრი დაფიქრებულა ოთხფეხა მეგობრის აყვანაზე. ეს მართლაც, რომ საპასუხისმგებლო ნაბიჯია, რადგან ოჯახში ჩნდება ახალი წევრი, რომელსაც მზრუნველობა და სითბო სჭირდება.

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელიც ძაღლის აყვანით უკმაყოფილოა. მართლაც, რომ ჩვენი შინაური ცხოველები დიდ სითბოს და სიყვარულს უანგაროდ გვჩუქნიან.

ვისაც სურვილი აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, აიყვანოს თუ არა ძაღლი, გადახედეთ ამ სტატიას და ბევრად მარტივად მიიღებთ გა
დაწყვეტილებას.

სავალდებულო ფიზიკური აქტივობა

თქვენ მთელი საღამო შეგიძლიათ მოკალათდეთ ტელევიზორთან და ინებივროთ, სანამ ძილი მოგერევათ ან გახვიდეთ ჰაერზე ძაღლთან ერთად და ერთი საათი მაინც ისეირნოთ.
ალბათ ამ უკანასკნელს აირჩევდით, რადგან ფიზიკური აქტივობა ყველასთვის სასარგებლოა.

რატომ უნდა აიყვანოთ ძაღლი? იმიტომ, რომ ის თქვენი პირადი ფიტნეს-ინსტრუქტორი გახდება.

კავშირი ოჯახის წევრებთან და გარშემომყოფებთან მეტად გამყარდება

თქვენ უნდა მოელაპარაკოთ ოჯახის წევრებს, ვინ როდის შეძლებს ძაღლის გასეირნებას. ასევე, ისწავლით, როგორ აუხსნათ შეშინებულ გამვლელებს, რომ თქვენი შინაური ბინადარი არ იკბინება. პარკში სეირნობისას გაიცნობთ ძაღლის არაერთ მფლობელს, რომლებისგანაც მიიღებთ რჩევებს და თქვენც გაუზიარებთ თქვენს გამოცდილებას.

ისწავლით, თუ როგორ შეინარჩუნოთ ნებისყოფა

როდესაც ძაღლი ავეჯს დაღრღნის, მისთვის აკრძალულ საკვებს მოიპარავს ან ღამის ორ საათზე თქვენს საწოლზე ამოხტება, სწორედ ამ დროს შეიცნობთ, თუ რა არის ნამდვილი ნებისყოფა.

ისწავლით პატიებას

არ გაგიკვირდეთ, თუ სახლში დაბრუნებულს საყვარელი ნივთი ნახევრად შეჭმული ან გამოუსწორებლად დაზიანებული დაგხვდებათ. დასაწყისში მოთმინების გრძნობას დაკარგავთ, შემდეგ საშინლად გაბრაზდებით, ხოლო საბოლოოდ, პატიების დროც მოვა.

ნივთს ვერ დააბრუნებთ, მაგრამ თქვენთან შერიგებით გახარებული საყვარელი ოთხფეხა ბინადარი დიდ სითბოსა და სიყვარულს გაგიზიარებთ.

ძაღლი გასწავლით ცხოვრების სიყვარულს

თქვენს ოთხფეხა მეგობარს ეყვარებით ისეთი, როგორც ხართ. გარშემომყოფებისგან განსხვავებით, არ ეცდება თქვენს შეცვლას. ძაღლი ყოველთვის ბედნიერი იქნება თქვენი ნახვით, როცა სახლში დაბრუნდებით. ის თქვენს გვერდით იქნება, რაც არ უნდა მოხდეს. 

მისი დამსახურებით, შეიძენთ ცხოველთა მოყვარულ მეგობრებს და ვინ იცის, შესაძლოა, მეორე ნახევარიც იპოვოთ.

ეს არასრული ჩამონათვალია იმისათვის, რომ ძაღლი თქვენი ოთხფეხა მეგობარი გახდეს.

ასევე იხილეთ:

როგორ გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე ძაღლს?

თუ თქვენს ძაღლს კანი ხშირად ექავება და სპეციფიკური სუნი მძაფრად აქვს, ეს ნაყენი ამ პრობლემას მოაგვარებს

5 მიზეზი, თუ რატომ არის ძაღლისთვის სათამაშო აუცილებელი?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?