ძაღლის გადასარჩენად მამაკაცმა ვერტმფრენი იქირავა
ძაღლის გადასარჩენად მამაკაცმა ვერტმფრენი იქირავა
მამაკაცმა, რომელიც კოკერ სპანიელთან ერთად ბივერლიში (ინგლისი, ჩრდილოეთ იორკშირის საგრაფო) ცხოვრობს, ოთხფეხა მეგობრის  გადასარჩენად დიდი თანხა დახარჯა. ძაღლს, სახელად რუბის, ჯანმრთელობის მხრივ კრიტიკული მდგომარეობა ჰქონდა. მას სასწრაფო ქიმიოთერაპია ესაჭიროებოდა. ერთადერთი სპეციალისტი, რომელიც ამ მდგომარეობაში მყოფ ძაღლებს მკურნალობს, ბივერლიდან ძალიან შორს, სუფოლკში ცხოვრობს.

მამაკაცსა და მის ძაღლს ამ ქალაქამდე მისაღწევად დაახლოებით 2 კვირა სჭირდებოდათ - რუბის ჯანმრთელობა იმდენად დამძიმდა, რომ იგი ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში მანქანით ვერ იმგზავრებდა.

ძაღლის პატრონს მარკ პირონს ბევრი არ უფიქრია. მან დიდი თანხა დახარჯა, რათა ექირავა
ვერტმფრენი და 374 მილი სწრაფად გადაელახა.

გამოცემა "Express"-ის ინფორმაციით, 51 წლის მამაკაცმა ვერტმფრენის დაქირავებაში 14
ათასი ფუნტ სტერლინგი გადაიხადა. ეს ამად ღირდა, რადგან რუბი გადარჩა და დღეს მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მარკი თავის საქციელს არ ნანობს, პირიქით, ბედნიერია, რადგან საკუთარი ოთხფეხა მეგობარი სიკვდილისგან იხსნა.

ასევე იხილეთ:

"ყველაფერი დავკარგე რაც მებადა, მაგრამ ჩემთვის მთავარი მისი გადარჩენა იყო..."

ავიაკომპანიებმა დაარღვიეს წესები, რათა ცხოველები ხანძრისგან გადაერჩინათ

საშინელი წყალდიდობის დროს, მამაკაცი მზად იყო, ვერტმფრენში ძაღლისთვის საკუთარი ადგილი დაეთმო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?