თბილისელი ბათურა - კიდევ ერთი პატარა სითბო.....
თბილისელი ბათურა - კიდევ ერთი პატარა სითბო.....
მას, ვისაც ყავს, უყვარს, ვინც ეფერება, უვლის და იცავს ცხოველებს, გთავაზობთ ბატონ ლაშა ბერულავას დილის პოზიტიურ პოსტს! იგი თითოეული თქვენგანის გულებს გაათბობს.

”ერთ პოზიტივს გიყვებით დილიდან. ეს მეტროს გვერდით მდებარე „ნიკორაა", ეს კი ერთი საყვარლად უმწეო ბათურა, რომელსაც ტასამ „მოწყენილა" შეარქვა. აქ ხშირად გვიწევს ყოფნა, პირველად რომ დაინახა, ამომხედა იმ მზერით, რაღაცის თქმა რომ უნდა და მაშინვე გავუღიმე: „რამე ვუყიდოთ, ხო?". ძალიან გაეხარდა და მას მერე ვკვებავთ, ოღონდ, ზოგჯერ ტასას უკვირს, როცა ბათურა ცოტას ჭამს: „არ შია? გამხდარი როა და
მოწყენილი?".

დღეს ტასას გარეშე მოვხვდი აქ და ბათურას საიდუმლო ამოვხსენი, როცა „ნიკორას" მაღაზიიდან ცამეტიოდე წლის
გოგონა გამოვიდა და მისთვის ნაყიდი ძაღლების საჭმელი დაუყარა. „მაგარ საკვებს ვერ ჭამს, კბილები არა აქვს", -უთხრა გოგონას იმავე მაღაზიიდან გამოსულმა ჩემი ასაკის კაცმა და ხელში ორასიოდე გრამი, პარკში გახვეული ძეხვი შეათამაშა. ბათურა კუდის ქიცინით მიაჩერდა. გოგონა მაღაზიაში შეტრიალდა: „ახლავე, მეც ძეხვს ვუყიდი...".

მე მიხარია, რომ ტასა ამ გოგოსავით უმწეო ცხოველთა მოყვარული და დამცველი იქნება.
მე მიხარია, რომ ისეთი კაცებიც არიან ირგვლივ, რომლებიც მაღაზიაში დილით იმისთვის მიდიან, რათა დამშეული ქუჩის ცხოველები გამოკვებონ.

და მე რომ მიხარია, ეს მინდოდა, თქვენთვისაც მეამბნა.

ამიტომ წავიყინე თითები ქუჩაში.”

Zooclub

Zooclub
_ _ _
ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ მოწყენილი ბათურა სულაც არაა უმწეო, რადგან ის უყვართ, მას ეფერებიან, უვლიან და იცავენ!

ეს საოცარი პატარა არსებები ჩვენი დიდი მეგობრები არიან! - დავიცვათ, მოვეფეროთ და დავეხმაროთ მათ!


წყარო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?