ნიუ-იორკის აეროპორტში ნარკოკურიერი ძაღლი 10 კილო ჰეროინით დააკავეს
ნიუ-იორკის აეროპორტში ნარკოკურიერი ძაღლი 10 კილო ჰეროინით დააკავეს
აშშ-ში ნარკოტიკის გადატანის მცდელობა აღკვეთეს. ნარკოტიკი ძაღლის გალიაში იყო დამალული.

ძაღლი ნიუ-იორკში პუერტო-რიკოდან სატვირთო განყოფილებით ჩამოვიდა. ჯონ კენედის საერთაშორისო აეროპორტში, ის ორმა დამნაშავემ წაიყვანა. როგორც ჩანს, ისინი იმედოვნებდნენ, რომ ძაღლი ეჭვს არ გამოიწვევდა, რადგან იგივე მარშრუტს იყენებდა ორგანოზაიცა Sato Project-ი, რომელსაც აშშ-ში სამხრეთ ამერიკიდან მიტოვებული ძაღლები ჩამოყავდა.

აეროპორტში კონტრაბანდისტებს პოლიციელები ჩხრეკის ორდერით უკვე ელოდნენ. გალიის ძირი, სადაც ცხოველი იმყოფებოდა, ორმაგი აღმოჩნდა. ჩხრეკის დროს იქ დაახლოებით 10 კილო ჰეროინი აღმოაჩინეს. პოლიციის შეფასებით, ნარკოტიკების ფასი მილიონ დოლარს აჭარბებს.

კონტრაბანდისტებს ბრალად ედებათ ნარკოტიკების შენახვა. მათ
20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ძაღლის ბედზე არაფერია ცნობილი.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?