რომელი ჯიშის ძაღლი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რომელი ჯიშის ძაღლი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ალბათ, არასდროს გაგიმახვილებიათ ყურადღება ცხოველების შერჩევის დროს იმაზე, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული. არადა, თურმე ამას მნიშვნელობა აქვს.

ამიტომ, სანამ ძაღლს შეიძენდეთ, რომელმაც თქვენთან ერთად უნდა იცხოვროს, მანამ ჩვენს სტატიას გაეცანით.

ვერძი

ენერგიულ და ვნებიან ვერძს მისივე შესაფერისი – დიდი და ხმაურიანი ძაღლი სჭირდება, რომელიც სამუშაოს შესასრულებლად და აქტიური სეირნობისთვის ყოველთვის მზად იქნება: გერმანული ნაგაზი, დობერმანი, რიზენშნაუცერი, ბოქსიორი, მალინუა - ამ ჯიშის ძაღლები ვერძს საუკეთესო კომპანიას გაუწევენ, ასეთ ძაღლს ვერძი "კაცურად" გაზრდის, ოთხფეხას გაწვრთნასთან ერთად კი თავის ხასიათსაც გაამყარებს
და ემოციურად გაცილებით გამყარდება.

ნადირობისა და სანაპიროზე სეირნობის მოყვარულ ვერძს ასევე ლაიკა, ჰასკი და მალამუტიც
მოეწონება, ხოლო თუ ვერძი ზედმეტად იმპულსური და აღელვებულია, თავს დაუფიქრებელი ქმედებებისგან ძლივს იკავებს, მაშინ, მსხვილი ცხოველებისკენ ლტოლვის მიუხედავად, უმჯობესია, პატარა ფინია იყოლიოს, რომელიც რბილ სათამაშოს ემსგავსება, თუმცა ზარმაცი როდი იქნება: პეკინესი, ტოიპუდელი, ვესტ ჰაილენდი, უიაიტ ტერიერი – მათ ვერძის დამშვიდების უნარი შესწევთ; ასევე, ეს ჯიშები თავშეკავებასა და გონიერებას ჩაუნერგავენ; ვერძები სხვისი აზრის მოსმენას ისწავლიან (ჩამოთვლილ ჯიშებს კი ყოველთვის ყველაფერზე საკუთარი აზრი აქვთ).


კურო

კუროებისთვის ისეთი ცხოველია აუცილებელი, რომელიც მუდმივად ალერსსა და დიდ ყურადღებას მოითხოვს; ამასთან, სეირნობისას თამაშებზე არ უფანტავს ყურადღებას. კუროს ურჩევნია, ძაღლის მოზომილ მოძრაობებსა და მის გარე სამყაროსთან ურთიერთობას დააკვირდეს და ეს სულ არ არის გასაკვირი.

ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ხომ მუდმივად ახალი შთაბეჭდილებები ესაჭიროებათ, ხოლო შარპეი, პეკინესი, ჩიხუახუა, სპანიელი, ჩაუ-ჩაუ მოპსი, ინგლისური ბულდოგი პატრონს ნამდვილად არ მოაწყენენ. ძაღლები პატრონ კუროებს აღმერთებენ.

მრავალი კურო ცხოვრების უმოძრაო წესს ამჯობინებს და ძაღლის ყოლა საერთოდ არ სურს, მათგან ხომ ბევრი ჭუჭყია, მაგრამ თუ კუროს დიდხანს სიცოცხლე სურს, უნდა ისწავლოს, რომ არეულ სახლშიც კი თავი კომფორტულად იგრძნოს; ამასთან, ძაღლთან სეირნობა სიმსუქნისკენ მიდრეკილ კუროს ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაშიც დაეხმარება. ამისთვის ოთახის დეკორატიული ძაღლიც საკმარისი იქნება, რადგან კუროს რბილი ხასიათი წარმატებულ წვრთნას ხელს არ უწყობს.


ტყუპი

ტყუპს ნებისმიერი მოძრავი და მხიარული ჯიშის ძაღლი შეეფერება. ხშირად ამ ნიშნით დაბადებულებს ერთი ოთხფეხა მეგობარი ეცოტავებათ. ამიტომ ტყუპის სახლში ხშირად კოკერსპანიელების, კოლის, შელტის, ლაბრადორისა და იორკების წყვილები ცხოვრობენ.

ხმაურიანი და მოძრავი ტყუპი გულღია და ემოციურია. ამიტომ მისი ძაღლებიც მას ჰგვანან, ცნობისმოყვარეები არიან და პატრონს სხვა ძაღლებისა და ადამიანების გამოჩენას მხიარული ყეფით ამცნობენ.
ტყუპს ძალას ნებისმიერი სახის მოძრაობა აღუდგენს, კიდევ უფრო სასარგებლო მისთვის მოუსვენარ კომპანიონთან ერთად სეირნობაა.


კირჩხიბი

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ცვალებადი ხასიათი აქვთ. მათ ძალიან უყვართ სიმყუდროვე და სწორედ ამიტომ ისეთი ძაღლი უნდა შეარჩიონ, რომელიც სათამაშოს უფრო ჰგავს და სიმშვიდეს არ დაურღვევს. რაც უფრო მშვიდია ცხოველი, მით უკეთესი კირჩხიბებისთვის.

მალტეზი, სამეფო პუდელი, კავკასიური ნაგაზი, სენბერნარი – ეს ის ძაღლებია, რომლებსაც შეუძლიათ შეეწყონ ხასიათში კირჩხიბს და ემოციურად მშვიდი გახადონ ის. კიბო ნაზი და ყურადღებიანია, თუმცა მისი ხასიათი შეიძლება წამში შეიცვალოს აგრესიით, მისი ოთხფეხა მეგობარი კი არაჩვეულებრივად შეძლებს მოფერებით მის დამშვიდებას.


ლომი

ლომებისთვის საუკეთესო ვარიანტია არისტოკრატიული, დიდი ჯიშის ძაღლის ყოლა, მაგალითად: გერმანული დოგი, გიგანტური შნაუცერი, ინგლისური მასტიფი, ირლანდიური სეტერი.

ლომს სიამოვნებას მოჰგვრის ოთხფეხა მეგობრის მოვლა და გაწვრთნა, მით უმეტეს, როცა შედეგს დაინახავს.


ქალწული

ქალწულისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს ძაღლის ჯიშს, მას შეუძლია ნებისმიერი ჯიშის ძაღლიც სათავისოდ გაწვრთნას და საუკეთესო მეგობრად აქციოს. მთავარია, ლეკვობიდან გაზარდოს. ის ძალიან დაკვირვებულია და ცხოველის არც ერთი თვისება არ გამოეპარება. მთავარია, ძაღლი იყოს ჭკვიანი.


სასწორი

სასწორისთვის ძალიან კარგ ზეგავლენას მოახდენს სახლში ოთხფეხა მეგობრის ყოლა. ის მის გაწონასწორებულ ხასიათზე კიდევ უფრო დადებითად იმოქმედებს და საუკეთესო მეგობარიც გახდება.

სასწორებს ვურჩევთ, იყოლიონ რიზენშნაუცერი, პოინტერი, დობერმანი. ასეთი ჯიშის ძაღლის ყოლა მის ნერვულ სისტემაზეც დადებითად იმოქმედებს.


მორიელი

მორიელს შეუძლია იყოლიოს ნებისმიერი დიდი ჯიშის ძაღლი. მისი განსაკუთრებული თვისებებით შეძლებს დაიმორჩილოს და სათავისოდ გამოიყენოს ოთხფეხა მეგობრის ერთგულება და სითბო. თუმცა ვურჩევთ, რომ შავი ფერის ძაღლზე შეაჩეროს არჩევანი – შავი დოგი, შავი ტერიერი... დეკორატიული ჯიშის ძაღლები მისთვის არ არის.


მშვილდოსანი

მშვილდოსნისთვის საუკეთესოა ფინია – ჭკვიანი და მხიარული. მას ყველაზე მეტად მხიარული ძაღლი სჭირდება, რათა ენერგია და სიხალასე შეიტანოს მის ცხოვრებაში. თუ მაინცდამაინც ჯიშიანი ძაღლის ყოლა სურთ, მაშინ მონადირის ჯიშზე ან სპანიელზე შეაჩერეთ არჩევანი. ცხოველი მოუსვენარი უნდა იყოს და ყოველთვის კარგ ხასიათზე აყენებდეს მშვილდოსან პატრონს.


თხის რქა

თხის რქა ზოდიაქოს ყველაზე მშვიდი ნიშანია და მას გამუდმებით უწევს თავისი ემოციის მართვა. ამისთვის კი საუკეთესო საშუალებაა მოკლებეწვიანი ძაღლის ყოლა. ტაქსა, ინგლისური ან ფრანგული ბულდოგი, როტვეილერი, ბულმასტიფი, ბულტერიერი – ამ ჯიშის ძაღლის ყოლა მას თავისუფლად შეუძლია. თხის რქა საუკეთესო მასწავლებელი იქნება თავისი ოთხფეხასთვის, მისგან კი ერთგულებას, სინაზეს, თავდადებას ელის.


მერწყული

მერწყულები ორიგინალურები არიან, უყვართ ყველაფერი განსხვავებული. ყველაფერ ავანგარდულს, მკვეთრს, თვალისმომჭრელს შეაქვს მათ სახლში სიხალასე და სიმხიარულე. მერწყულებს, ხასიათიდან გამომდინარე, შეეფერებათ იშვიათი და ძველი ჯიშის ძაღლები. ისინი ცხოველის თვისებებით არ არიან დაინტერესებულები, მთავარია, ოთხფეხა თბილი და ნაზი იყოს.


თევზები

მეოცნებე თევზებს არ შეეფერებათ ენერგიული ძაღლები. სახლში გამუდმებით ემოციურმა და მხიარულმა სიტუაციამ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს მათ ჯანმრთელობაზე. მალტეზე, პეკინესი, დალმატინელი – ეს თევზებისთვის საუკეთესო არჩევანი იქნება. ცხოველთან განმარტოებით გასეირნება მათ სიმშვიდესა და კომფორტს მოუტანს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?