მეხანძრემ ძაღლს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა და.. გადაარჩინა..(+ვიდეო)
მეხანძრემ ძაღლს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა და.. გადაარჩინა..(+ვიდეო)
ამერიკელმა მეხანძრეებმა ცეცხლმოდებული ბინიდან მომაკვდავი ძაღლი გამოიყვანეს. ისინი 20 წუთზე მეტი ხანს ცდილობდნენ მის გონზე მოყვანას. ყველა საშუალებასთან ერთად ძაღლს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეს.

10 წლის მეტისი ნალა სანტა-მონიკაში მდებარე ბინაში გაჩენილ ხანძარში მოყვა. მისი პატრონი, მედდა კრისტალ ლამინაძე სამსახურიდან სწორედ იმ მომენტში დაბრუნდა, როდესაც ბინაში, უცნობი მიზეზების გამო, ხანძარი გაჩნდა.

Zooclub

Zooclub

ლამინაძე ძაღლის გამოყვანას შეეცადა, მაგრამ ბინა ცეცხლმა ძალიან მალე მოიცვა. მეხანძრეებიც მალევე მივიდნენ. ერთ-ერთი ცდილობდა წყლის ჭავლით ალი გაეკონტროლებინა იმ დროს, როდესაც მეორე ბინაში ყოველ კუთხეს ათვალიერებდა და საბოლოოდ, უგონოდ მყოფი
ნალა საძინებელში იპოვა.

Zooclub

Zooclub

მომდევნო 20 წუთის განმავლობაში მეხანძრეები ყველა საშუალების გამოყენებით ცდილობდნენ ცხოველის გონზე მოყვანას:
ჟანგბადის ნიღბით, გულის მასაჟით, ხელოვნური სუნთქვით პირიდან პირში.

ბედნიერებაა, როდესაც ადამიანები ასე უფრხილდებიან ერთმანეთისა და ყველა სულიერის სიცოცხლეს.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?