პარალიზებულმა ძაღლმა დახმარების იმედით მრავალი კილომეტრი იხოხა.. (+ვიდეო)
პარალიზებულმა ძაღლმა დახმარების იმედით მრავალი კილომეტრი იხოხა.. (+ვიდეო)
გაიცანით პოლი - პატარა ძაღლი, რომელიც ლეკვობისას ხერხემლის ტრავმის მიღების შემდეგ პარალიზებული დარჩა.

არავინ იცის, რა მოხდა ზუსტად, მაგრამ მრავალი კვირის, შეიძლება თვის მანძილზე, ძაღლს მარტო უწევდა თავის გატანა, შემდეგ კი გადაწყვიტა, მრავალი კილომეტრი ეცოცა დახმარების იმედით...

ადამიანები, რომლებმაც ის შეამჩნიეს, გაოგნებულები იყვნენ. ლეკვი ნელა და მძიმედ მიიწევდა მათკენ.

Zooclub

მათგან ერთ-ერთი იყო სიუზან ფოგელი, რომელიც ოკავანგის სპილოებს იკვლევს.
”ის ხოხვით გვიახლოვდებოდა", - ამბობს ფოგელი, - "ბანაკი მოშორებულ რეგიონში მდებარეობს. აქ ბევრი სპილო, ლომი, აფთარი და სხვა მტაცებელია. საოცარია, როგორ შეძლო ჩვენამდე
მოღწევა ამ პატარა ძაღლმა”.

Zooclub

Zooclub

Zooclub
პოლის ადამიანებმა მაშინვე მიხედეს. პირველ რიგში, ის ვეტერინარებთან მიიყვანეს. გამოვკვლევის შემდეგ
აღმოჩნდა, რომ მას სასწრაფოდ სჭირდებოდა ხერხემალზე სერიოზული და ძალიან სარისკო ოპერაცია, რომელსაც მხოლოდ მაშინ ჩაატარებენ, როდესაც ძაღლი საბოლოოდ მოძლიერდება.

Zooclub

Zooclub

”მას უკვე ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ისინი ამ ისტორიის ბედნიერ დასასრულს ელოდებიან, უფრო ზუსტად კი - პოლის მოსიყვარულე ოჯახში დაბინავებას”, - ამბობს ფოგელის თანამშრომელი ამანდა სტრონზა.

Zooclub

ოპერაციის შემდეგ პოლი დიდი ალბათობით ისევ გაივლის, მაგრამ რომც ვერ შეძლოს სიარული, ის ინვალიდის ეტლით ივლის.

იხილეთ ვიდეო
manana
ოპერაციის შედეგებიც გვაცნობეთ
სალომე-ს
სალომე, უნდა გქონოდათ რეაგირება. ფეისბუქზე არის ცხოველთა მოყვარულების გვერდები - დაწერა შეიძლება, ადგილის მითითება და არიან ადამიანები, რომლებიც მივლენ და დაეხმარებიან.ათუ ისევ შეგიძლიათ ნახოთ ის ძაღლი - აუცილებლად დადეთ მისი ფოტო და თქვენი საკონტაქტო ნომერი, ამიტომ როცა გამოჩნდება დახმარების მსურველი დაგიკავშირდებათ და აპოვნინებთ! დაეხმარებიან! .. ასეთ ძაღლებს თბილისში იღებენ (მართალია შეზღუდვით) ამ თავშესაფარში - http://www.zooclub.ge/zuu/siakhleebi/3179-q13-tslis-dzaghlia-chvens-thavshesafarshi-bavshvebma-qvebith-chaqoles-lekvebi-da-gadavarchinethq-gspsa-ckhoveltha-dacvis-organizacia-romelsac-araerthi-dzaghli-gadaurchenia.html
სალომე
ბედნიერს გაუმართლა, ზუსტად ასეთ მდგომარეობას შევესწარი, სამწუხაროდ ვერაფრით დავეხმარე, მხოლოდ საკვები მივაწოდე. :((((კარგი იქნება მსგავსი სარეაბელიტაციო ცენტრების არსებობა, მაგრამ......
Nita
ოპერაციის შედეგებიც დაწერეთ რა, გთხოვთ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?