ძაღლმა პატრონის სიცოცხლე გადაარჩინა...მან ექიმებს კარი გაუღო
ძაღლმა პატრონის სიცოცხლე გადაარჩინა...მან ექიმებს კარი გაუღო
ძუ როტვეილერმა მეგანმა 32 წლის პატრონის სიცოცხლე გადაარჩინა. მეგანი ორ ძაღლთან ერთად და პატრონთან - გერი გრეგორთან ერთად ფელიქსტონში (ინგლისი) ცხოვრობს.

"გერი მოულოდნელად ცუდად გახდა. მამაკაცმა სასწრაფოს გამოძახება მოასწრო, თუმცა, უეცრად გონება დაკარგა. ბინაში მისულ ექიმებს კარი ძაღლმა გაუღო", - წერს პორტალი "Express"-ი.

ექიმების თქმით, ისინი გრეგორის სახლთან მივიდნენ და ზარი დარეკეს, რის შემდეგაც ძაღლმა სახელური ჩამოსწია და კარი გააღო.

"მეგანმა ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა, როდესაც უგონოდ ვიყავი, ძაღლები სახეს მილოკავდნენ, რომ გონზე მოვსულიყავი, ხოლო მეგანი ექიმებისთვის კარის გახსნას ცდილობდა", - ამბობს ძაღლის
პატრონი.

მოგვიანებით გაირკვა, რომ გრეგორის უეცრად შინაგანი სისხლდენა დაეწყო. მამაკაცმა კლინიკაში რამდენიმე დღე გაატარა, დღეს
მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ასევე იხილეთ:

გადაგდებული ახალშობილი ბავშვი მოკვდებოდა, რომ არა ძაღლი. ზოგჯერ ცხოველს ადამიანზე დიდი გული აქვს

ჯეკა - ერთი საოცარი ძაღლი, რომელსაც არასოდეს დაივიწყებენ...

ირემი აკითხავდა ოჯახს, რომელმაც მისი სიცოცხლე მონადირეებისგან იხსნა
აბა რა !!!
ძაღლი რომ არა რას მოახერხებდნენ საწყალი ექიმები! ხომ იცით, თუ რა ძნელია დაუკეტავი, უბრალოდ მიხურული კარების გაღება!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?