Nissan-მა ძაღლებისთვის X-Trail 4Dogs ექსპერიმენტული ავტომობილი შექმნა
Nissan-მა ძაღლებისთვის X-Trail 4Dogs ექსპერიმენტული ავტომობილი შექმნა
Nissan-მა ახალი ექსპერიმენტული ავტომობილი წარმოადგინა, ესაა Nissan X-Trail 4Dogs-ი. სიახლე ძაღლების მოყვარულებისთვისაა შექმნილი. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახური იუწყება. საბარგული განყოფილება მთლიანად შემუშავებულია იმისთვის, რომ ძაღლები მოგზაურობისას თავს მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდნენ.

ავტომობილს აქვს საშხაპე, რომლითაც ძაღლის დაბანაა შესაძლებელი. შემდეგ კი, ძაღლის სპეციალური ფენით გაშრობა შეიძლება. გასაშლელი პანდუსი გაუიოლებს ცხოველს საბარგულში ასვლას, ასევე ხელს შეუწყობს სისუფთავეს. საბარგულში, რომელიც საკმაოდ ფართოა, შეიძლება ინტეგრირებული საშრობი სისტემის ჩართვა, რომელიც თბილ ჰაერს გაუშვებს.

ასევე, საბარგული ისეა მოწყობილი, როგორც დასასვენებელი ადგილი. მოთავსებულია საკვებური და სასმელი ჭურჭელი თავისი
დოზატორით. უსაფრთხო ტრანსპორტირებას საბელის მისამაგრებლის სპეციალური მექანიზმი უზრუნველყოფს.

მძღოლები და წინა მგზავრები, dog-cam-ის ინოვაციური ტექნოლოგიით, უპრობლემოდ
შეძლებენ საბარგულში ძაღლებისათვის თვალყურის დევნებას. ის საშუალებას აძლევს პატრონებს, დაინახონ ძაღლი 7 დიუიმიან ცენტრალურ დისპლეიზე. ძაღლებისთვის საბარგულში 10-დიუიმიანი თხევადკრისტალური ეკრანია. პატრონებს შეუძლიათ ბინადრებთან აუდიოსისტემის საშუალებით საუბარი, რათა ცხოველებმა გზაში არ ინერვიულონ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?