ადამიანების უმეტესობას მისი ფოტოები არარეალური ეჩვენება
ადამიანების უმეტესობას მისი ფოტოები არარეალური ეჩვენება
როდესაც ინგლისში მცხოვრები ჯილ კოქსი ძაღლების პარკში საკუთარ ბინადართან ერთად სეირნობს, გამვლელები ფოტოს გადასაღებად ყოველთვის აჩერებენ. ის ცნობილი ადამიანი არაა, თუმცა, მისი ძაღლი ბუფი დიდი პოპულარობით სარგებლობს.

13 წლის ჯეკ რასელ ტერიერის ჯიშის ძაღლმა ადგილობრივ მცხოვრებლებს ძალიან შეაყვარა თავი, რადგან მის სახეზე ყოველთვის სასიამოვნო ღიმილია.

"ჩემი მეგობრები ხშირად მთხოვენ ბუფის ახალი ფოტოს გაგზავნას, როდესაც თავს მელანქოლიურად გრძნობენ. მისი სახის გამომეტყველება დეპრესიულ ადამიანსაც კი გაამხიარულებს", - ამბობს ჯილი.

Zooclub

ჯილის თქმით, მის შინაურ ცხოველს ყოველთვის მომღიმარი გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ სხვებისთვის კარგად შესამჩნევი ბოლო ოთხი
წლის განმავლობაში გახდა.

Zooclub

ბუფი ყოველთვის იღიმის, მაშინაც კი, როცა ძინავს.

"ადამიანები, რომლებსაც ბუფი მხოლოდ ფოტოზე
ჰყავთ ნანახი, მწერენ, რომ შესაძლოა, ეს რეალური არაა და სურათებს ფოტოშოფის დახმარებით ვქმნი, თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ამას არაერთი ფოტო ადასტურებს", - ამბობს The Mirror-თან საუბრისას ძაღლის პატრონი.

ასევე იხილეთ:

“ვიღიმით და თათს ვუქნევთ!” - ეს ძაღლი გამოუვალ მდგომარეობაშია, მაგრამ არ კარგავს ოპტიმიზმს

მომღიმარი კნუტი, რომელიც თავშესაფრიდან აიყვანეს

იტბული, რომელსაც ყოველთვის მომღიმარი სახე აქვს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?