უსაყვარლესი ძაღლი, რომელიც ქუჩაში უცხო ადამიანებს ჩახუტებით "უმასპინძლდება"
უსაყვარლესი ძაღლი, რომელიც ქუჩაში უცხო ადამიანებს ჩახუტებით "უმასპინძლდება"
ცხოველთა მოყვარულებო, გინდათ, ამ ძაღლს ჩაეხუტოთ? მას დიდი სურვილი აქვს, თავისი დიდი თათებით მოგეხვიოთ.

ოქროსფერი რეტრივერი ,სახელად ლუბუტენი, 5 წლისაა და პატრონმა ეს სახელი ფეხსაცმლის დიზაინერის კრისტიან ლუბუტენის საპატივცემულოდ დაარქვა. ის ხშირად დგას მანჰეტენის (ნიუ-იორკი) ერთ-ერთი ქუჩის კუთხეში და გამვლელებს თავისი ჩახუტებით სითბოს უნაწილებს. 

Zooclub

ქესარის (ძაღლის მფლობელი) თქმით, როდესაც იგი ლუბუტენს ქალაქის ქუჩებში ასეირნებს, ის ეხუტება ან თათს აწვდის იმ ადამიანებს, ვისაც ამის სურვილი აქვს.

Zooclub

ძაღლმა, თბილი გამოხედვით და მომღიმარი იერით, არა მარტო მანჰეტენზე, არამედ ინტერნეტ სივრცეშიც დიდი სიყვარული დაიმსახურა. მას
ინსტაგრამზე 12 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

Zooclub

პატრონის თქმით, ლუბუტენი ფემინისტური გუნდის წევრია. ის გასული წლის
მარტში ვაშინგტონში გამართულ ფემინისტურ მსვლელობაში მონაწილეობდა.

ასევე იხილეთ:

10 საიდუმლო, როგორ გეუბნებათ თქვენი ძაღლი "მე შენ მიყვარხარ"


ბავშვი მეზობლის ძაღლს ყოველდღე საიდუმლოდ სტუმრობდა...ეხუტებოდა და მირბოდა

მადლიერი კენგურუ თავის გადამრჩენელთან ჩასახუტებლად ყოველდღე ბრუნდება
11
ჩემი საყვარელი ჯიშის ძაღლია და ზუსტად ის ფერი რომელიც მომწონს და მინდა რომ მყავდეს,მაგრამ მეცოდება კორპუსში საცხოვრებლად:)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?