იპოვეთ, რომელი ძაღლის ჯიში იყო ყველაზე პოპულარული იმ წელს, როცა თქვენ დაიბადეთ
იპოვეთ, რომელი ძაღლის ჯიში იყო ყველაზე პოპულარული იმ წელს, როცა თქვენ დაიბადეთ
დღეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ძაღლის ჯიში ლაბრადორ რეტრივერია. ამერიკული ქენელ კლუბის მონაცემებით, ეს უკანასკნელი არავის უთმობს პირველობას 1991 წლიდან მოყოლებული, მაგრამ 90-იან წლებამდე არაერთი ჯიში ყოფილა სათავეში, რომლებიც ასევე მრავალი წლის მანძილზე ამერიკასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში ლიდერობდნენ.

ცხოველთა მოყვარულისთვის ალბათ საინტერესო იქნება გაიგოს, თუ რომელი ძაღლის ჯიში იყო პოპულარული იმ წელს, როცა დაიბადა.

1905-1925: ბოსტონ-ტერიერი

Zooclub

ჭკვიანი, ალერსიანი და საიმედო კომპანიონი, ქენელ კლუბის მონაცემებით, 1905-1925 წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. დღეს კი ის 23-ე ადგილს იკავებს, მაგრამ ბოსტონ-ტერიერი ბევრისთვის დღემდე რჩება უსაყვარლეს ჯიშად.

1925-1935: გერმანული ნაგაზი

Zooclub

ამ ჯიშმა პოპულარობა მოიპოვა ფილმებიდან, რომლებშიც არაერთი საგმირო საქმე ჩაუდენია, თუმცა, გერმანული ნაგაზისთვის
პატრონისთვის თავგანწირვა და ერთგულება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ჩვეული მოვლენაა. დღეს მან სიის მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ არაერთი ადამიანის ფავორიტ ჯიშად რჩება.

1935-1952: კოკერ სპანიელი

Zooclub

ეს საშუალო ზომის, ლამაზი მონადირე ძაღლი დიდი ხნის განმავლობაში არავის უთმობდა პირველობას, თუმცა, სპანიელზე დღესაც დიდი დაინტერესებაა ძაღლების მოყვარულთა შორის.

1952-1959: ბიგლი

Zooclub

ბიგლის დანიშნულება ნადირობა იყო, თუმცა, მეორე მსოფლიო ომის დროს ის გახდა ძალიან პოპულარული, როგორც კომპანიონი შინაური ბინადარი. 1952 წლიდან მოყოლებული კი რამდენიმე წელი სამართლიანად ინარჩუნებდა პირველ ადგილს.

1960-1982: პუდელი

Zooclub

გლამურულ პერიოდში საუკეთესო აქსესუარი მინიატურული პუდელის ჯიშის ძაღლები იყვნენ. ნუ შეხედავთ მას, როგორც სულელ არსებას, ის გონიერი, ერთგული და მეგობრული ძაღლის ჯიშია, რომელიც "ჭკვიანი ძაღლების" რეიტინგში, ბორდერ კოლის შემდეგ, მე-2 ადგილს იკავებს.

1982-1990: კოკერ სპანიელი

Zooclub

სანამ ლაბრადორი პოპულარულ ჯიშებს შორის პირველ ადგილს დაიკავებდა, მანამდე სიის სათავეს კოკერ სპანიელი დაუბრუნდა.

1991-დღემდე: ლაბრადორ რეტრივერი

Zooclub

თუ 30 წლამდე ხართ, თქვენ გაიზარდეთ საოცარი, მხიარული და ერთგული ლაბრადორ რეტრივერის ხანაში. ამერიკელი ექსპერტების ვარაუდით, მისი პოპულარობა ქალაქ გარეთ მდებარე დიდი სახლების სიმრავლემ გამოიწვია.

ასევე იხილეთ:

ძაღლის ყველაზე პოპულარული ჯიშების ათეული 2016 წლის მონაცემებით

მ ქვეყანაში ყველაზე მეტი იშვიათი ძაღლის ჯიშია


8 ფაქტი გერმანული ნაგაზის შესახებ, რომლებიც შესაძლოა ამ დრომდე არ იცოდით


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?