ახალშობილმა ბავშვმა სტრესში მყოფ ძაღლს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა
ახალშობილმა ბავშვმა სტრესში მყოფ ძაღლს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა
კანადაში დაბადებული ახალშობილი ბიჭუნა ტრავმირებული ძაღლის საუკეთესო მეგობარი გახდა. შინაურ ბინადარს ადამიანების, ძაღლების, სათამაშოების ეშინოდა და მწერების დანახვისას კანკალებდა.

არავინ იცის, რა მიზეზით მოხვდა ძაღლი ვზიზი პროვინცია ალბერტას (კანადა) ცხოველთა თავშესაფარში. ძაღლი იქ საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდა.

მისი მდგომარეობა იმდენად საშინელი იყო, რომ კბილები სრულიად დასცვივდა, რის გამოც ენა ყოველთვის გარეთ ჰქონდა.

თავშესაფრიდან პირველად აყვანის შემდეგ, ძაღლი მეორე დღესვე დააბრუნეს. იგი ძალიან შეშინებული ჩანდა.

3 წელი დასჭირდა ვზიზის, რომ ოჯახის ახალ წევრებს მისი ყეფა გაეგოთ. ცხოველი მას შემდეგ დამშვიდდა, როდესაც ოჯახში
ახალშობილი ევანი გაჩნდა.

Zooclub

"ევანი 7 თვისაა და ვზიზის მასზე მეტად არავინ  უყვარს. ბავშვის დაბადების შემდეგ
ძაღლი სრულად შეიცვალა. ის მხიარული, მიმდობი გახდა და მის თვალებში იმედი გაჩნდა."- ამბობს ბავშვის დედა.

Zooclub

მშობლები ძაღლისა და შვილის ერთობლივ ფოტოებს ხშირად ათავსებენ ინსტაგრამზე, სადაც მათ ასობით ხელმომწერი ჰყავთ.

ასევე იხილეთ:

მსოფლიოში უდიდესი პიტბულის მფლობელებმა საკუთარ შვილზე ზრუნვა ძაღლს მიანდეს

ამ წყვილმა ჩვილი "ჩხუბის რინგიდან" აყვანილ პიტბულთან ერთად დატოვა. რაც შემდეგ მოხდა, ბევრს დააფიქრებს

ყველაზე საყვარელი მეგობრული წყვილი, რომლებიც ერთად იზრდებიან
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?