სპეციალისტებმა განმარტეს, თუ რატომ განიცდიან პატრონები ძლიერად ოთხფეხა მეგობრის დაღუპვას
სპეციალისტებმა განმარტეს, თუ რატომ განიცდიან პატრონები ძლიერად ოთხფეხა მეგობრის დაღუპვას
ადამიანი, რომელსაც ცხოველი არასოდეს ჰყოლია და ხედავს, როგორ განიცდის მისი მეგობარი/ნათესავი შინაური ბინადრის სიკვდილს, თვლის, რომ ეს გადამეტებული რეაქციაა. მიუხედავად ამისა, შინაური ცხოველის დაკარგვით გამოწვეული სევდა ადეკვატურია, რადგან მოსიყვარულე პატრონისთვის ის მხოლოდ ცხოველი არაა. ის ოჯახის წევრია. სწორედ ასე თვლის ცხოველთა მფლობელების უმეტესობა.

ფსიქოლოგის კოლეჯ ნოქსის თქმით, შინაური ბინადრის მფლობელთა უმეტესობა ძაღლის/კატის სიკვდილს იმაზე მძაფრად განიცდის, ვიდრე ნათესავის ან მეგობრის დაღუპვას. ზოგიერთ მათგანს ფსიქოლოგიური დახმარებაც სჭირდება. სინამდვილეში, ცხოველის პატრონების უმეტესობა ოთხფეხა მეგობართან  ურთიერთობით უფრო დიდ სიამოვნებას იღებს, ვიდრე ადამიანებთან კონტაქტის დროს. 

"ძაღლთან/კატასთან თამაშით ადამიანი იღებს ენერგიას და მეტიც, უბრალოდ მათთვის თვალის დევნებაც კი პატრონს სიამოვნებას ანიჭებს. 

შინაური
ცხოველის ტვინი პატრონის მოფერებაზე ისეთივე დადებით რეაგირებას ახდენს, როგორც საკვების მიღებისას. მეტიც, ძაღლისთვის მოფერება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე საკვები. ის ყოველთვის ხვდება პატრონის განწყობას და იქცევა შესაბამისად. ძაღლს აქვს უნარი მიხვდეს მფლობელის განზრახვას და შეეცადოს მის დახმარებას, ასევე, მოერიდოს იმ ადამიანებს, რომლებიც პატრონის მიმართ კეთილგანწყობილნი არ არიან", - წერს გამოცემა "Environmental Psychology"-ი.

ფსიქოლოგების თქმით, ოთხფეხა მეგობრის დაკარგვით პატრონი კარგავს ერთდროულად უსაზღვრო სიყვარულის წყაროს, საიმედო მეგზურს, მზრუნველობისა და სიყვარულის ობიექტს.

ასევე იხილეთ:

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომ შინაური ცხოველის სიკვდილით გამოწვეული სტრესი შეუმსუბუქდეს?

რა უნდა გავაკეთოთ, თუ ძაღლი სტრესულ მდგომარეობაშია?

10 ნიშანი, რომ თქვენი ძაღლი ნამდვილად ბედნიერია
nino
მართალია, 4 წელია 9წლისპიტბული მოგვიკვდა და ძალიან განვიცადეთ,მეგონა ძაღლებისკენ აღარც გავიხედავდით და ქუჩიდან აყვანილი გვყავს მეორე წელია სახლში
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?