ქერიმ ბოლო ბრიფინგი ლაბრადორ ბენთან ერთად გამართა
ქერიმ ბოლო ბრიფინგი ლაბრადორ ბენთან ერთად გამართა
"აშშ-ს ამჟამად უკვე ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ, სახელმწიფო დეპარტამენტში უკანასკნელი ბრიფინგი მოულოდნელად თავისი ძაღლის ლაბრადორი ბენის თანდასწრებით გამართა", - იუწყება CNN-ი.

ბენის გამოჩენამ რეპორტიორებში ხმაური გამოიწვია, ბევრი მას ფოტოს უღებდა.
”ის შესანიშნავად გამოვიდა”, - იხუმრა ქერიმ და დაარწმუნა ჟურნალისტები, რომ მისი ბინადარი ძალიან დისციპლინირებულია.

ძაღლი, რომელიც თავიდან სახელმწიფო მდივანმა ვერ დასვა, მალე დამშვიდდა და პატრონს გვერდით მიუჯდა.

სამი წლის ლაბრადორი ბენი ხშირად ახლდა ქერის ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოგზაურობის დროს. ძაღლს Twitter-ში საკუთარი ექაუნთიც აქვს და მას 3 000 ხელმომწერი
ჰყავს.

ქერის აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოსტი 2013 წლიდან ეკავა. მან პოსტი აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, დონალდ
ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ დატოვა.
მას რეკს ტილერსონი შეცვლის.

Zooclub
bebe-ს
სიდედრი რომ ჩამოსდიოდა ყკანასკნელი სიხარულის აღმნიშვნელი მოუსპო :D :D :D
bebe
შეიძლება ლაბრადორს კუდი მოაჭრა?! რა უნამუსობაა...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?