ამ ბიგლიმ 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარა (+ვიდეო)
ამ ბიგლიმ 3  მსოფლიო რეკორდი დაამყარა (+ვიდეო)
თქვენი ძაღლი სხვადასხვა ბრძანების დროს გემორჩილებათ? ძალიან სასიამოვნოა, როცა დამჯერი შინაური ბინადარი გყავს, მაგრამ არ გიფიქრიათ, ცოტა მეტად გაუმჯობესებულიყო მისი უნარები? მაგალითად 60 წამის განმავლობაში 58-ჯერ გადამხტარიყო სახტუნაო თოკზე?

11 წლის ბიგლი პურინიმ, რომელიც პატრონთან ერთად იაპონიაში ცხოვრობს, თოკზე ხტუნაობაში დაამყარა მსოფლიო რეკორდი. ეს ერთ-ერთია იმ სამი რეკორდიდან, რომელიც პურინიმ გასული 2 წლის განმავლობაში დაამყარა. ის გინესის წიგნში მოხვდა ფეხბურთის საჯარიმო კართან ყველაზე მეტი ბურთის დაჭერაში და ბურთზე დამდგარი ყველაზე სწრაფად სირბილში.

Zooclub

ბიგლი და მისი პატრონი მაკოტო კუმაგი, გინესის წიგნში მოსახვედრად,
სახტუნაო თოკზე ერთად ასრულებენ ილეთს.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ძაღლმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა ფრისბის დაჭერაში

გამოავლინეს კატა, რომელიც ყველაზე ხმამაღლა კნავის


ძაღლი, რომელსაც ყველაზე დიდი თვალები აქვს, გინესის წიგნში მოხვდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?