ძაღლებმა სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს
ძაღლებმა სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს
ეს ინციდენტი ახალი ზელანდიის ერთ პატარა ქალაქში მოხდა. ხუთი თვის ფრანგულმა ბულდოგემბმა სტელამ და სტუარტმა პატრონის სახლში არყოფნით ისარგებლეს, შემთხვევით მიაგნეს წამლების ყუთს, საიდანაც ოთხი სახის წამალი აიღეს და გემრიელად მიირთვეს. მათ შორის იყო - წნევის, თრომბის და დიაბეტის საწინააღმდეგო მედიკამენტები.

შემდეგ სტელამ და სტუარტმა თორმეტჯერ დააჭირეს სასწრაფოს გამოძახების ღილაკს (უცხოეთში ზოგიერთ ოჯახში არსებობს სპეციალური ღილაკი, რომლის დაჭერის შემდეგაც, სასწრაფო დამხარების ცენტრში შედის გამოძახების სიგნალი).

როდესაც სასწრაფო დახმარების ცენტრში გამოძახების სიგნალი შევიდა, ექიმები დაუყოვნებლივ მივიდნენ ადგილზე, თუმცა ზარის დარეკვის მიუხედავად მათ
კარები არავინ გაუღო. მსგავს შემთხვევაში ექიმებს უფლება აქვთ, ნებისმიერი ხერხით შეაღწიონ იმ სახლში, საიდანაც გამოძახება
მიიღეს. მათ გატეხეს კარი და სახლში მხოლოდ ორი ძაღლი დახვდათ. ამ დროს სტელასა და სტუარტის პატრონიც დაბრუნდა შინ, მიხვდა, რაც ჩაიდინეს ძაღლებმა და ცხოველები დაუყოვნებლივ ვეტერინართან წაიყვანა.
Zooclub
ძაღლებს ჩაუტარდათ სრული სამედიცინო გამოკვლევა და სხვა საჭირო პროცედურები, მაგრამ რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, ისინი სრულიად ჯანმრთელები აღმოჩნდნენ. ვეტერინარმა სტელას და სტუარტს მხოლოდ ნაწლავების გამწმენდი მედიკამენტი დაუნიშნა.

"მსგავსი პრობლემებით ხშირად აკითხავენ ვეტკლინიკებს ძაღლის პატრონები, თუმცა აქამდე სასწრაფო დახმარება არცერთ ცხოველს არ გამოუძახებია"- ამბობს ვეტექიმი.

ასე რომ, თუ თქვენ ოჯახში ცელქი ბინადარი გყავთ, როდესაც სახლიდან გასვლას დააპირებთ, კარგად დაათვალიერეთ ოთახები, რაიმე ისეთი ნივთი არ იყოს მისთვის ხემისაწვდომი, რასაც დააზიანებს, ან თავის თავს ავნებს

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?