ბელგიაში ძაღლის განსაკუთრებულ სასუსნავს - ძაღლის კარტოფილ ფრის გამოუშვებენ
ბელგიაში ძაღლის განსაკუთრებულ სასუსნავს - ძაღლის კარტოფილ ფრის გამოუშვებენ
ბელგიის პროდუქტების მწარმოებლები 2017 წელს სპეციალურად ძაღლებისთვის კარტოფილი ფრის (Doggy Frites) წარმოებას აპირებენ.
როგორც მწარმოებლები ამტკიცებენ, ახალი პროდუქტი დიეტურია და მხოლდო 8% ცხიმს შეიცავს. თუმცა, კარტოფილი არ უნდა შევიდეს ძაღლის კვების ყოველდრიურ რაციონში. მას გამოუშვებენ, როგორც სასუსნავს.

“სინამდვილეში ძაღლები გიჟდებიან კარტოფილზე”, - აცხადებენ მწარმოებლები.

მათი თქმით, პროდუქტი მაღზიებში უკვე თებერვალ-მარტში შევა. ძაღლების კარტოფილი ფრი დაფასოებული გაიყიდება, 40-80 გრამი პაკეტებში.

ძაღლის საკვების მწარმოებელმა კომპანიამ საერთაშორისო პოპულარობა სპეციალურად ძაღლებისთვის განკუთვნილი ლუდის წარმოებით მოიპოვა. პატრონები თავის ბინადრებს გასეირნების შემდეგ კი კარტოფილი ფრით გაანებივრებენ.
ორივე პროდუქტის რეცეპტი საიდუმლოა.

ბელგიაში წარმოებული ლუდი Snuffle Dog Beer-ი დიდი წარმატებით სარგებლობს დიდ ბრიტანეთში,
თუმცა, ძაღლის ლუდი ადამიანის ლუდისგან სრულიად განსხვავდება, მისი შემადგენლობა ბულიონი და საქონლის ხორცია.

მოეწონებათ თუ არა ბელგიაში ძაღლებს კარტოფილი “ძაღლის სიხარული”, პროდუქტის სავაჭრო ქსელში გამოჩენიდან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გახდება ცნობილი.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?