ეს ადამიანი და ძაღლი უსახლკაროები იყვნენ… მათ ერთმანეთი იპოვეს
ეს ადამიანი და ძაღლი უსახლკაროები იყვნენ… მათ ერთმანეთი იპოვეს
უოლტერ სანდერსი დიკერთან ნათესაურ კავშირს გრძნობდა.

ბოლოსდაბოლოს მათ ერთად ძალიან ბევრი რამ გამოიარეს და ორივემ რამდენიმე ხანი Skid Row-ზე გაატარა.

დინკერი ქუჩის ძაღლი იყო. ეს ჩვეულებრივია ლოს-ანჯელესის გარეუბანში. ის, როგორც წესი, ბნელ კუთხეებში იმალებოდა.

Zooclub

როგორც ჩანს, რაღაც მომენტში სანდერსი და დინკერი მეზობლებიც კი იყვნენ.

Zooclub

ჯონ ხვანი, ლოს-ანჯელესის ფოტოგრაფია, რომელიც ამავე ქალაქის გარეუბნებს იღებს. იგი იხსენებს, როგორ ლაპარაკობდა სანდერსი ძაღლზე.

“მას პირდაპირ აბოდებდა ძაღლზე", -ამბობს ხვანი, - "მართლა ძალიან ღელავდა დინკერზე”.
დაახლოებით 1 წლის წინ სანდერსმა ხელისუფლებისგან Skid Row-ში სუბსიდირებული საცხოვრებელი
მიიღო.

Zooclub

ციცქნა ოთახი საერთო ტუალეტით, რა თქმა უნდა, ქუჩაში ცხოვრებაზე უკეთესი იყო. სანდერსმა დინკერი სახლში
წაიყვანა.

Zooclub

მაგრამ ერთია ძაღლის სახლში წაყვანა, მეორე კი - მასზე ზრუნვა. სანდერსს ჰქონდა სიყვარული, მაგრამ არა სახსრები.

მას დაეხმარა ორგანიზაცია "Downtown Dog Rescue"-ი, რომელიც დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს ცხოველთა მოვლაში ეხმარება.

Zooclub

“მათ სანდერსს მისცეს ვაუჩერი, რომ ძაღლი ვეტერინართან მიეყვანა", - ამბობს ხვანი, - "მათ უზრუნველყვეს ვაქცინირება. მისცეს სათმაშოები, საყელური, ყველაფერი, რაც სჭირდებოდა”.

Zooclub

მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ორგანიზაცია სანდერსს თავისი საუკეთესო მეგობრის შენარჩუნებაში ეხმარება.

Zooclub

“დიკერისთვის ყველაფერი მინდა გავაკეთო, რაც კი შემიძლია”, - იხსენებს ხვანი სანდერსის სიტყვებს.
datiko48
ლოს-ანჯელეს კურირებს და მართავენ სომეხთა ბანდფორმირება,რომელიც მათ გადაეცათ 60-ში,სხვა ეროვნების წარმომადგენლები იქ არიან მათი მონა-მორჩილლნი.
თაკო
რა კარგია, როცა არსებობენ კეთილი ადამიანები!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?