ადამიანები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ამ ძაღლს ქუდებს უგზავნიან (+ფოტო)
ადამიანები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ამ ძაღლს ქუდებს უგზავნიან (+ფოტო)
პატრონებს, ვისთანაც ადრე აბიგეილი ცხოვრობდა, მისგან მებრძოლი ძაღლის გაწვრთნა უნდოდათ. ან როგორც მინიმუმ - ძაღლი-სატყუარის.

როდესაც ის Miami-Dade Animal Services-ში მოხვდა, დაღეჭილ სათამაშოს გავდა.

”მას დრუნჩის ერთი ნახევარი საერთოდ არ ქონდა", - ამბობს ვიქტორია ფრეიზერი, - "ჩამოკიდებული კანითა და ნახევარი ყურით ძაღლი ძალიან საწყალი შესახედი იყო".

აბიგეილი ორგანიზაციამ შეიფარა და მალე გაირკვა, რომ მას შეუძლია სიყვარული, განსაკუთრებით ქუდების.

თავიდან ქუდი მას თავზე იარის დასაფარად სჭირდებოდა.

მოხალისეებმა მას სხვადასხვა სეზონისთვის რამდენიმე ქუდი მოუქსოვეს და ძაღლს ეს ძალიან მოეწონა.

ახლა აბიგეილს მთელი მსოფლიოდან
უგზავნიან ქუდებს. რაც მეტი ადამიანი ეცნობა მის ისტორიას, მით მეტი ქუდი ემატება ძაღლს.

ახლა აბიგეილს
50-ზე მეტი ქუდი აქვს და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება.

”ის საჩუქრებს ყოველ კვირას იღებს”. ჩვენ მოგვდის შეტყობინებები ადამიანებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი ყოველდღე მოუთმენლად ელიან ძაღლის ამბავს და რომ აბიგეილმა მათ ადამიანებისადმი რწმენა დაუბრუნა.

აბიგეილს ერთ ყურზე ჯერ კიდევ ესაჭიროება ოპერაცია.

როდესაც აბიგეილი საკმაოდ ძლიერი გახდება, მას ახალ და მუდმივ სახლს მოუძებნიან და მისი გარდერობიც ახალ პატრონთან გადავა.

იხილეთ ფოტოგალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?