რამდენიმე საინტერესო ფაქტი პუდელის ჯიშის შესახებ
რამდენიმე საინტერესო ფაქტი პუდელის ჯიშის შესახებ
"პუდელი ადამიანი არ არის, მაგრამ არც ძაღლია" გამონათქვამის სიმართლეში ყველა რწმუნდება, ვისაც ამ ჯიშის ძაღლი ოდესმე ჰყოლია. ყველაზე ჭკვიანი ძაღლების რეიტინგში პუდელი, ბორდერ კოლის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს.

მას აქვს უნარი შეეგუოს ნებისმიერ კლიმატს.

ცნობილია, რომ პუდელი საფრანგეთში გამოიყვანეს, თუმცა, ზოგიერთი თვლის, რომ მისი სამშობლო გერმანიაა, რადგან სიტყვა "პუდელი" გერმანული წარმომავლობისაა. შედეგად, მას არა მარტო ფრანგული, არამედ გერმანული წარმოშობაც აქვს. საფრანგეთში ამ ჯიშს უწოდებენ caniche-ს, სიტყვიდან cane-ბატი, რაც ხაზს უსვამს პუდელის წყალში ნადირობის თვისებებს.

პუდელის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-18 წელია. 

ნაპოლეონის
დროს, პუდელის ჯიშის ძაღლები საფრანგეთის ჯარში მსახურობდნენ. იმპერატორის ბრძანებით, ეს ცხოველი წარმოადგენდა ჯარის განუყოფელ ნაწილს.
პატარა ძაღლები ოფიცრებს ზურგჩანთებით ბრძოლის ველზე მიჰყავდათ, რათა დაშავების შემთხვევაში, ის ჩანთიდან გამოეშვათ და ექიმების ყურადღება მიექციათ. პუდელი იწყებდა ყეფას და პატრონის სიახლოვეს სირბილს ისე, რომ გვერდს ვერავინ აუვლიდა.

Zooclub

კომპოზიტორი რიხარდ ვაგნერი რეპეტიციებზე ყოველთვის ატარებდა საკუთარ პუდელს. თუ ძაღლი ინსტრუმენტების ხმიანობისას დისჰარმონიას შეამჩნევდა, ყეფდა. ცხოველი ამგვარად რეაგირებდა იმ შემთხვევაშიც, თუ პატრონი ფალსიფიცირებული ნოტის გაგონებისას, შეწუხებული სახით ხელებს ზევით სწევდა.

საფრანგეთში, ცხოველების სასაფლაოზე,  2003 წელს დაკრძალული შავი პუდელის საფლავი გაქურდეს. მიზანი იყო ბრილიანტის ყელსაბამი, რომლითაც ძაღლი დაკრძალეს.

ასევე იხილეთ:

7 საინტერესო ფაქტი ციმბირული ჰასკის შესახებ

საოცარი ფაქტები დელფინების შესახებ და მათი წარმოუდგენელი შესაძლებლობები

რამდენიმე საინტერესო ფაქტი კატებზე და სასარგებლო რჩევები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?