"ხედავთ, რა ხდება ამ ფოტოზე? მე არასოდეს განმიცდია მსგავსი ემოცია. გუშინ, ჩემი შვილი, რომელიც აუტიზმით იტანჯება, პირველად შეხვდა თავის ძაღლს, სახელად ტორნადოს. იგი სპეციალურად გაწვრთნეს, რათა აუტიზმის მქონე ბავშვებს დახმარებოდა. ჩვენ ამერიკელები ვართ, მაგრამ იაპონიაში ვცხოვრობთ. 2 წლის განმავლობაში ვემზადებოდით ტორნადოსთან შესახვედრად.
ამ ფოტოზე დედა შვილს უყურებს. შვილს, რომელთანაც ჩახუტება არ შეუძლია, არ შეუძლია მისი ბანაობა, ჩაცმა,

ეს წუთები ღირდა ყოველი ბრძოლისთვის, ყოველი დახარჯული ცენტისთვის, ყოველი შევსებული ანკეტისთვის, ყოველი სკოლაში მოწყობილი მშობელთა კრებისთვის, ყოველი წვეთი ცრემლისთვის, ყოველი წინ ან უკან გადადგმული ნაბიჯისა და მომავლისთვის. არ ვიცი, თუ როგორ ავხსნა ეს ემოცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ტორნადოს დახმარებით, ყველაფერი კარგად იქნება. მე ხშირად ვხედავ, თუ როგორ გადააქვს ჩემს შვილს რთული და მტკივნეული წუთები, რაზეც არაერთხელ მიტირია. მიუხედავად ამისა, გუშინ სხვა მიზეზით ვტიროდი. ამ გრძნობას სიტყვებით ვერ გადმოვცემ."
რთულია, წარმოიდგინო, რას განიცდის ამ დროს დედა, რომელსაც საკუთარი შვილის ჩახუტებაც კი არ შეუძლია, რადგან ნებისმიერი შეხება ბავშვს პანიკაში აგდებს.
აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს ხშირად უჭირთ ადამიანებთან კონტაქტი, ამიტომ გაწვრთნილი ძაღლი მათ სხვადასხვა სირთულის გადალახვაში ეხმარება. მას შეუძლია პანიკურ მდგომარეობაში მყოფი ბავშვის დამშვიდება.

აუტიზმი არის დაავადება. მას მედიკამენტებით ვერ განკურნავ, მაგრამ ძაღლს შეუძლია, დაეხმაროს პატარებს გარკვეული სირთულეების გადალახვაში. შინაური ცხოველის მზრუნველობას, ერთგულებას, თამაშსა და სითბოს შეუძლია ბევრი რამ გააკეთოს იმისათვის, რომ აუტიზმის მქონე ბავშვმა გარშემო მყოფ ადამიანებთან მეგობრული ურთიერთობა დაამყაროს.
ასევე იხილეთ:
ვინ შეცვალა აუტიზმით დაავადებული ბავშვის ცხოვრება
აუტისტ ბავშვებს სასურველია ყავდეთ შინაური ცხოველი
ძაღლი ცდილობს ხელი შეუშალოს აუტიზმით დაავადებულ ქალს, რათა საკუთარ თავს ზიანი არ მიაყენოს