ძაღლს, რომელიც წვიმაში მიატოვეს, განძრევისაც კი ეშინოდა
ძაღლს, რომელიც წვიმაში მიატოვეს, განძრევისაც კი ეშინოდა
ძაღლს, რომელიც თავსხმა წვიმაში მინი-მარკეტის წინ იდგა, სასოწარკვეთილებისგან განძრევაც კი არ შეეძლო.
მას თითქოს ცხოვრებაზე გული ჰქონდა აცრუებული.

კვირა დილით ველინდა კორტესი ჯერ კიდევ პიჟამოში იყო, როდესაც მაღაზიასთან სველი ძაღლი იპოვა.

”როდესაც მანქანიდან გადმოვედი, გული შემეკუმშა", - ამბობს კორტესი, - "ეტყობოდა, რომ საწყალი ”ბავშვი” ძალიან დიდი ხანია, წვიმის ქვეშ იჯდა. ის იყინებოდა”.

”ნათელი იყო, რომ ის მიატოვეს”, - დამატა მან.

ძაღლი არც კი განძრეულა, როდესაც კორტესმა ის თბილ გადასაფარებელში შეახვია და ხელი გაუწოდა.

Zooclub

ამიტომ კორტესმა გადაწყვიტა, არ მიეტოვებინა ძაღლი. დაახლოებით
ერთი საათი დასჭირდა, მისი ნდობის მოსაპოვებლად.

”ბეწვი დასველდებოდა," - ამბობს კორტესი, - ”წინა თათი გაჭრილი,
თვალებში კი ინფექცია ჰქონდა შეჭრილი. გული საშინლად მტკიოდა. არც კი ვიცოდი, რა გამეკეთებინა”.

მან სიუ მასსის დაურეკა.

Zooclub

მასსი ადგილზე 20 წუთში მივიდა და ისინი ცხოველებზე კონტროლის თანამშრომელს შეხვდნენ.

მათ ერთობლივი ძალებით დაარწმუნეს ძაღლი მანქანაში ჩამჯდარიყო და თავშესაფარში წაიყვანეს.

”ადამიანებმა მას უღალატეს. იმედი მაქვს, რომ თბილი გადასაფარებელი და სიყვარული, რომელიც მივეცი დაუბრუნებს ადამიანების რწმენას”, - ამბობს კორტესი.

მართლაც, სულ რამდენიმე დღეში კესიმ (როგორც მას შეარქვეს) გაიღიმა და ახლა ის სულ სხვა ძაღლს ჰგავს.


Zooclub

ამჯერად კესი საკუთარ პატრონს და სახლს ეძებს.

”რა მოხდებოდა, მე რომ გულგრილად ჩამევლო გვერდით? გაიყინებოდა და დაიღუპებოდა, ან მანქანის ბორბლებში მოხვდებოდა, ან კიდევ რამე სხვა. ეს ხომ არ არის ასე ძნელი - მისცე თავშესაფარი ცხოველს. ვფიქრობ, კესი თავად წამოვიყვანო სახლში”.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?