თავშესაფარი, სადაც ძაღლები გალიების მაგივრად მყუდრო კოტეჯებში ცხოვრობენ
თავშესაფარი, სადაც ძაღლები გალიების მაგივრად მყუდრო კოტეჯებში ცხოვრობენ
ადამიანების წარმოდგენით, ძაღლების თავშესაფარი არის ადგილი, სადაც თითოეული გალიიდან ცხოველის სევდიანი გამოხედვა ჩანს. 

ცხოველთა მოყვარულმა ჯგუფმა სცადა შეექმნა ტიპიურ თავშესაფარზე უკეთესი ადგილი, სადაც ძაღლები გაჩუქებამდე მშვიდად იცხოვრებდნენ.

მნახველები გაოცებულნი რჩებიან, როდესაც ჩვეული დაწესებულების მაგივრად კეთილმოწყობილ გარემოში ხვდებიან.

ყოველი კოტეჯი ავეჯითა და დეკორაციითაა გაწყობილი. აქვე განთავსებულია ყველა ის ნივთი, რაც სახლის პირობებში უნდა იყოს. ეს ძაღლებს კარგი ქცევების წარმოჩენასა და სიმშვიდეში უწყობს ხელს. ცხოველის ტემპერამენტის განსაზღვრა რთულია, როდესაც ის იმყოფება თავშესაფრის გალიაში, რადგან ყველა მათგანის თვალებში სტრესი და სევდა იკითხება.

Zooclub

ეს უჩვეულო
ცხოველთა თავშესაფარი გაშლილია 55 აკრზე, სადაც არის პატარა ტყე და ბალახის მოედანი, რათა ძაღლებმა ირბინონ და
ითამაშონ.

"სახლი-თავშესაფრის" დამფუძნებელი ლიესლ უიჰარდთის ჰობი ძაღლების შეფარება და დახმარება იყო, თუმცა, ეს მოწოდება ძირითად საქმიანობად იქცა. მის გულში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ პიტბულებს. მან გააკეთა ცალკე დიდი კოტეჯი, რომელსაც "პიტბულების ადგილი" დაარქვა.

Zooclub

ლისელის გამოყოფილი აქვს კოტეჯი, სადაც მაკე ძაღლები იმყოფებიან, განცალკევებით არიან მეძუძური ძაღლებიც, რომლებსაც ახალშობილი ნაშიერები ჰყავთ.

ალბათ ქუჩაში მცხოვრები ყველა ძაღლი ბედნიერი იქნებოდა მსგავს დაწესებულებაში ცხოვრებით, რადგან აქ ოჯახური სიმყუდროვე და ცხოველებისთვის ბედნიერი გარემოა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

როგორ უნდა გახსნათ უსახლკარო ცხოველების თავშესაფარი

საინტერესო საიტი ინტერნეტში, სადაც ცხოველების თავშესაფარში ცხოვრების ტრანსლირება ხდება

პოლონეთში თავშესაფრიდან ძაღლის აყვანის მსურველებს 120 ევროს გადაუხდიან

გალერეა
ლაშა
ძალიან მომწონს თქვენი საიტი და სიამოვნებით ვკითხულობ ასე გამართული ქართულით შედგენილ სტატიებს,რაც იშვიათობაა!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?