ცხოველთა ორგანიზაციამ იმ ძაღლის მსგავსი სათამაშო შექმნა, რომელიც სისასტიკის მსხვერპლი გახდა
ცხოველთა ორგანიზაციამ იმ ძაღლის მსგავსი სათამაშო შექმნა, რომელიც სისასტიკის მსხვერპლი გახდა
ეს ამბავი მოხდა ერთი წლის წინ იქამდე, სანამ ძაღლი ჯასთისი მზრუნველ ოჯახში მოხვდებოდა. ის მინდორში თათებსა და ცხვირზე წებოვანი ლენტით შეკრული იპოვეს. ძაღლს იმდენად მჭიდროდ ჰქონდა ლენტი შემოხვეული, რომ არ შეეძლო თათებისა და პირის მოძრაობა.

ფერმერმა მამაკაცს 60$ გაატანა, რათა ძაღლი თავშესაფარში წაეყვანა, მაგრამ მან ფული დაიტოვა, ხოლო ჯასტისი თათებშეკრული მინდორში დატოვა (ის დააპატიმრეს და დღემდე იხდის სასჯელს).

Zooclub

ძაღლი კეთილმა ადამიანებმა შემთხვევით იპოვეს და ცხოველთა დახმარების ორგანიზაციაში გადაიყვანეს. განთავისუფლების შემდეგ, ცხოველს რამდენიმე დღე არ შეეძლო ფეხზე დგომა და უჭირდა სუნთქვა.

მზრუნველობამ და
სიყვარულმა ძაღლი მალე გამოაჯანმრთელა. ყველაფერი ცუდი, რაც მას გადახდა წარსულში დარჩა. ის ცხოველთა მოყვარულმა ოჯახმა
იშვილა.

Zooclub

ამ ამბის შემდეგ, ჯასთისი ცხოველების ადვოკატი გახდა. მის სახელზე შექმნილია ფონდი, რომელიც უპატრონო ცხოველებს დახმარებას უწევს.

Zooclub

ასევე, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის დაკვეთით, შეიქმნა სათამაშო, რომელიც ჯასტისის ასლია. ის აშშ-ს სხვადასხვა მარკეტში  იყიდება. შემოსული თანხით კი ეხმარებიან იმ ოთხფეხა ბინადრებს, რომლებიც ადამიანის სისასტიკის მსხვერპლნი გახდნენ.

ასევე იხილეთ:

ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამოიყურებოდა ეს ძაღლი, სანამ ადამიანები დაეხმარებოდნენ

ქალმა თავისი ძაღლი მანქანის ფანჯრიდან გადააგდო… - ერთი წლის შემდეგ მან სასამართლოს წინაშე ამ სისასტიკეზე პასუხი აგო...

ასე წვრთნიან სპილოებს იმისთვის, რომ ტურისტებს ემსახურონ


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?