ლაბრადორმა სასწრაფო დახმარების გამოძახებით პატრონის სიცოცხლე გადაარჩინა
ლაბრადორმა სასწრაფო დახმარების გამოძახებით პატრონის სიცოცხლე გადაარჩინა
74 წლის ფილიპ მაკენზიმ სამი წლის წინ გიდი-ძაღლი აიყვანა. ლაბრადორ რეტრივერი, სახელად ჯესიკა, სპეციალურ მომზადებას რამდენიმე წლის მანძილზე გადიოდა იმისათვის, რომ პატრონს კრიზისულ სიტუაციაში დახმარებოდა.

და მართლაც, ცხოველი საჭირო დროს გმირულად მოიქცა და მოხუცის სიცოცხლე გადაარჩინა. 

მაიკლი ტელევიზორს უყურებდა, როდესაც უეცრად გულის არეში ტკივილი იგრძნო და სუნთქვის უკმარისობა დაეწყო.

"მივხვდი, რომ ეს ცუდის მომასწავლებელი იყო. ავდექი სავარძლიდან და ტელეფონისკენ წავედი, თუმცა, ნაბიჯის გადადგმა ვერ შევძელი და იატაკზე დავვარდი. ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ დასახმარებლად ყვირილიც არ შემეძლო", - ამბობს ხნიერი მამაკაცი.

ფილიპი მარტო ცხოვრობს, ამიტომ მისი შველა არავის შეეძლო, გარდა ლაბრადორი ჯესიკასი.

ძაღლი იატაკზე მწოლიარე პატრონთან
მივიდა და სახეზე ლოკვა დაუწყო. ის ხვდებოდა, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა.

ჯესიკამ გადაუდებელი დახმარების სიგნალი გამოიყენა. ეს მას K-9-ის წვრთნების დროს ასწავლეს. მან განგაშის ზარი გაუშვა 911-ში, რომელიც პატრონს სპეციალურად სახლში ჰქონდა დამონტაჟებული, თუმცა, ფილიპმა ტკივილების გამო, ოპერატორთან საუბარი ვერ შეძლო.

"ვერ შევძელი ოპერატორთან საუბარი, ამიტომ ჯესიკამ ყეფა დაიწყო", - ამბობს მამაკაცი.

ოპერატორი მიხვდა, რომ მაკენზის სახლში გადაუდებელი მდგომარეობა იყო, ამიტომ მოხუცის მისამართზე სასწრაფო დამხარება გაგზავნა.

ექიმების თქმით, რომ არა ჯესიკა, მამაკაცი დაიღუპებოდა. ერთგულმა ლაბრადორმა პატრონის სიცოცხლე გადაარჩინა.

ასევე იხილეთ:

კაცმა თავშესაფრიდან კნუტი აიყვანა. სამი დღის შემდეგ კი ცხოველმა მისი სიცოცხლე იხსნა

ერთი ძველი ფოტოს სევდიანი ისტორია

მაშველების მოსვლამდე, ძაღლი პატრონს ხანძრისგან იცავდა
bebe
ეს სტატია იმ ნაძირალა დაცვის თანამშრომელს წააკითხეთ, სუპერმარკეტთან ძაღლი რომ სცემა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?