ლეკვმა, რომელიც ნაგავსაყრელზე გადააგდეს, დედა ისევ ნახა
ლეკვმა, რომელიც ნაგავსაყრელზე გადააგდეს, დედა ისევ ნახა
ამ კვირაში ჯუდი ობრეგონი, ცნობილი, როგორც ”დოგ-ლედი”, ეხო ლეიკ-პარკს ფორტ-უერტეში (ტეხასი) ათვალიერებდა. ესაა საშინელ ადგილი, რომელიც არასასურველი ძაღლების ნაგავსაყრელად არის ცნობილი.

მასთან ერთად იმყოფებოდა ჟურნალისტიც, რომელიც ობრეგონის ცხოვრების შესახებ აგროვებდა ინფორმაციას.

უეცრად, ნაგვის გორებიდან პიტბული გამოვიდა. ეს იყო ძუ ძაღლი, რომელსაც ძუძუები დაბერვოდა.

Zooclub

”ჩავიმუხლე. ის მომიახლოვდა და ლოკვა დამიწყო. სიკვდილისა და დამპალი ნაგვის სუნს ვგრძნობდი”.

ობრეგონმა და მისმა ჟურნალისტმა ლეკვების ძებნა დაიწყეს.

სამწუხაროდ, ვერავინ იპოვეს. ისინი ავტომობილში ძაღლთან ერთად ჩასხდნენ და წასვლა დააპირეს. ძაღლს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ვეტერინარის დახმარება, მაგრამ უეცრად
მათ წყლის არხში მოძრაობა შენიშნეს.

Zooclub

”იქ
ლეკვი იწვა. ის სწორედ ამ პიტბულის შვილი იყო”.

ძაღლმა ლეკვი ალოკა. ჯუდიმ კი ტირილი ვერ შეიკავა.

ობრეგონმა დედა ძაღლი და ლეკვი მაშინვე ვეტკლინიკაში გაგზავნა.

დადგინდა, რომ ჰოულს (ასე მან ობრეგონმა დაარქვა) გულის პრობლემა აღმოაჩნდა. დრუნჩის გარშემო სულ იარები ჰქონდა და რაც ყველაზე საშინელი იყო, მას მხოლოდ 2 კბილი ქონდა, დანარჩენი კი ვიღაცას სპეციალურად დაექლიბა.

Zooclub

”შესაძლოა, ამ ძაღლს დასაგეშად იყენებდნენ”, - განაცხადა ობრეგონმა, - ”ან მას იმიტომ გაუქლიბეს კბილები, რომ ვერ შეწინააღმდეგებოდა ადამიანებს, რომლებიც მას ძალით ამრავლებდნენ”.

Zooclub

დედა-შვილი ამჟამად დროებით შემფარებელთან იმყოფებიან და რეაბილიტაციის კურსს გადიან.

”ისინი ერთად გვეყოლება, სანამ გამოჯანმრთელდებიან და გასაჩუქებლად მზად იქნებიან”, - აცხადებს ობრეგონი.

Zooclub

ლეკვს ფიუჩე დაარქვეს.

”დასანანია, რომ საზოგადოებაში პიტბულებზე მცდარი შეხედულებაა გავრცელებული", - ხსნის ობრეგონი, - "მისი მომავალი შეიძლება შეიცვალოს, თუ ადამიანების შეხედულება შეიცვლება”.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?