მკვლელობაში ეჭვმიტანილი ძაღლი, რომელმაც 2 თვე სიკვდილის საკანში გაატარა, გაათავისუფლეს
მკვლელობაში ეჭვმიტანილი ძაღლი, რომელმაც 2 თვე სიკვდილის საკანში  გაატარა, გაათავისუფლეს
ამერიკის შტატ მიჩიგანში სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ძაღლს, რომელიც ეჭვმიტანილი იყო მეზობლის ძაღლის მკვლელობაში.

"The Times Herald"-ის ცნობით, ბელგიური ნაგაზი მალინუა, სახელად ჯები, 24 აგვისტოს შეამჩნიეს მეზობლის ძაღლის, პომერანული შპიცი ვლადის ცხედრის გვერდით. ჭრილობების მიხედვით, ვლადი დიდი ცხოველის მიერ იყო მოკლული.

ჯების პატრონი იძულებული გახდა საკუთარი ძაღლი, რომელსაც შპიცის მკვლელობაში ადანაშაულებდნენ, სამართალდამცველებისთვის გადაეცა. სექტემბერში სასამართლომ ჯებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ძაღლი ვლადის სიკვდილში დამნაშავედ ცნეს. მოგვიანებით, განაჩენის შესრულება გადაიდო. მოსამართლე დაითანხმეს ევთანაზია 30 დღით გადაედო, რათა ძაღლის პატრონებს გაეკეთებინათ დნმ-ის ტესტი, რომელიც
ვლადის ჭრილობებიდან აიღეს. შედეგად, გაირკვა, რომ ჯები მეზობლის ძაღლის სიკვდილში დამნაშავე არ იყო.

2-თვიანი პატიმრობის
შემდეგ, მოსამართლემ ცხოველი გაათავისუფლა. ჯეფი სასიკვდილო საკნიდან გახარებული დაუბრუნდა პატრონებს.

ძაღლის მფლობელმა აღნიშნა, რომ სასიკვდილო საკანში ყოფნის შემდეგ, ჯეფი დათრგუნული, გამხდარი და გამოფიტული დაბრუნდა.

სანამ ცხოველი პატიმრობაში იმყოფებოდა, მისი სიცოცხლისთვის არა მარტო პატრონები, არამედ ცხოველთა მოყვარულებიც იბრძოდნენ. ასევე, შექმნილი იყო პეტიცია, სადაც ძაღლის განთავისუფლების მოთხოვნას 98,4 ათასი ადამიანი აწერდა ხელს.

ასევე იხილეთ:

პატრონს ძაღლი სახელმწიფომ მოუკლა, რის შემდეგაც მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე

ეს სპილო 50 წელი ჯაჭვით დაბმული ჰყავდათ, ის ერთი წელია თავისუფალია
კირკიტა
მართლაც ძალიან დამძიმდა ამათი მდგომარეობა - შიგ აქვთ აშკარად!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?