მსოფლიოში უდიდესი პიტბულის მფლობელებმა საკუთარ შვილზე ზრუნვა ძაღლს მიანდეს
მსოფლიოში უდიდესი პიტბულის მფლობელებმა საკუთარ შვილზე ზრუნვა ძაღლს მიანდეს
"უდიდესი ამერიკული პიტბულტერიერის ჰალკის პატრონებმა ახალშობილ ბავშვზე ზრუნვა ძაღლს მიანდეს", - ამის შესახებ "Daily Mail"-ი წერს.

მარლონი და ლისა გრენანი, რომელებიც ნიუ-ჰემშირში (აშშ) ცხოვრობენ, ამბობენ, რომ ყოველგვარი ეჭვისა და შიშის გარეშე ანდობენ საკუთარ შვილს 76-კილოგრამიან შინაურ ბინადარს.

"ამაში უცნაური არაფერია. ჩვენი უფროსი შვილიც ჰალკისა და სხვა პიტბულების გარემოცვაშია გაზრდილი", - ამბობს ბავშვის დედა. 

25 წლის გრენანის თქმით, ჰალკმა ბავშვი სახლში მოყვანისთანავე შეიყვარა. როდესაც ახალშობილი ტირილს იწყებს, პიტბული მირბის საწოლთან და პატარას სახეს ულოკავს. ასე ბავშვი მშვიდდება.

Zooclub

მშობლების აზრით, ძაღლმა მას
შემდეგ ისწავლა ახალშობილთან მოქცევა და მასზე ზრუნვა, რაც აკვირდებოდა, თუ როგორ აკეთებდა ამას პატრონი.

Zooclub

"ის იდეალური
დამცველი და ძიძაა", - ამბობს ლისა.

Zooclub

ჰალკი, მართლაც რომ ძალიან კეთილი და კარგი აღზრდილია ისევე, როგორც ამავე ოჯახში მცხოვრები სხვა პიტბულები, თუმცა, ბავშვის აღზრდას რამდენად კარგად შეძლებს, მშობლები დროთა განმავლობაში თავად მიხვდებიან.

ასევე იხილეთ:

ჰალკს, ყველაზე დიდ პიტბულს მსოფლიოში, 8 უსაყვარლესი ლეკვი შეეძინა. მათი ღირებულება ნახევარ მილიონს აღწევს

ყველაზე დიდი პიტ ბული მსოფლიოში
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?