ჩვეულებრივი ღამის წვეულება ცხოვრებაში უსაყვარლეს ღონისძიებად იქცა
ჩვეულებრივი ღამის წვეულება ცხოვრებაში უსაყვარლეს ღონისძიებად იქცა
მიტჩელ კრედოკი ძველ მეგობრებთან ერთად ტყის პატარა სახლში აპირებდა ორი დღის გატარებას. დიდი მხიარულება იგეგმებოდა. პირველივე დილას, როდესაც მამაკაცები საუზმეს ამზადებდნენ, მათ კართან ეს უსაყვარლესი და ძალიან მშიერი სტუმარი მივიდა.

Zooclub

ძაღლი ძალაგამოცლილი იყო. მას მაშინვე აჭამეს და წყალი დაალევინეს. მეგობრებმა დაინახეს, რომ ძაღლს რძე მოსდიოდა და მიხვდნენ, რომ სადმე ახლომახლო ლეკვებიც ეყოლებოდა. ძაღლმა ისინი მიიყვანა ორმოსთან, სადაც შვიდი ლეკვი ყავდა დამალული.

Zooclub

”ლეკვები სათითაოდ მივუყვანეთ დედას. ასე მან შეამოწმა ყველა ლეკვი ადგილზე იყო თუ არა. მერე კი მზერა იქვე მდგომ მამაკაცზე გა
დაიტანა.
დიდი ნდობა იყო ძაღლის თვალებში”, - ყვება კრედოკი.

Zooclub

მამაკაცებმა ლეკვები წაიყვანეს სახლში, სადაც აბანავეს, ჭიებსა და რწყილებზე დაამუშავეს. ჯამში, მთელი მარაგი, რომელიც ლუდზე უნდა დახარჯულიყო, ცხოველების გამოკვებასა და მოვლას მოხმარდა. შვებულების ბოლოს კი მამაკაცებს უბრალოდ არ შეეძლოთ, არ წაეყვანათ ძაღლი და ლეკვები სახლში. ყველამ სათითაო ლეკვი აიყვანა.

Zooclub

ახლა ძაღლები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ და ერთმანეთს სეირნობის დროს რეგულარულად ხვდებიან.

Zooclub

იმ თავშეყრის ”დამნაშავე”, მიტჩელ კრედოკი სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდა გოგონაზე, რომელსაც ძალიან გაუხარდა ლეკვი. ალბათ ბედის ირონია იყო ის, რომ როდესაც კრედოკმა კრისტინას ხელი სთხოვა შოკოლადის ლაბრადორი აჩუქა.

Zooclub
fiso-gori
ასეთ დროს ცრემლები თავისით მომდის, გენაცვალეთ თქვენ ყველას!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?