რატომ არის ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარი? სპეციალისტების განმარტება
რატომ არის ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარი? სპეციალისტების განმარტება
"შვედმა სპეციალისტებმა ძაღლებში აღმოაჩინეს ხუთი გენი, რომლებიც შინაური ცხოველების ადამიანებთან მეგობრობასა და მიჯაჭვულობას უწყობს ხელს," - წერს ჟურნალი "Scientific Reports"-ი.

მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი, რის ფარგლებშიც  437 ბიგლის ჯიშის ძაღლს უნდა გაეხსნათ სასუსნავებით სავსე ყუთები. სპეციალისტებს სურდათ გაეგოთ, მიმართავდნენ თუ არა დასახმარებლად ძაღლები უცხო ადამიანებს, რომლებიც ასევე მათ გვერდით იმყოფებოდნენ.

ექსპერიმენტის შედეგად, შეარჩიეს 95 ძაღლი, რომლებიც ცდის დროს მეტნაკლებად კონტაქტობდნენ ადამიანებთან  და 95 ძაღლი, რომლებმაც ყუთის გახსნის თხოვნით, გვერდით მყოფ უცხო ადამიანებს არ მიმართეს. მათ შინაური ბინადრების დნმ-ის ნიმუშებიც აიღეს, რათა ორივე ჯგუფის ძაღლების
ანალიზები  ერთმანეთისთვის  შეედარებინათ.

ექსპერიმენტის ბოლოს სპეციალისტებმა შეძლეს აღმოეჩინათ ხუთი გენი, რომლებიც ადამიანთან ურთიერთობაზეა პასუხისმგებელი.  ამასთანავე,
სამი მათგანი ადამიანისთვის ნათესაური გენია.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ძაღლის მეგობრული დამოკიდებულება ადამიანის მიმართ შეადგენს 30%-ს, თუმცა, ცხოველზე სხვა გარემო ფაქტორებიც მოქმედებს, მათ შორის წვრთნა და შეჩვევა.

ასევე იხილეთ:

როცა ძაღლი კუდს აქიცინებს, ბედნიერია - მითი თუ სინამდვილე?

5 საოცარი ნიშანი, რასაც ძაღლი ადამიანისგან გრძნობს

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ძაღლმა დაგვიჯეროს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?