სპეციალისტებმა ძაღლების მიერ სიმსივნის აღმოჩენის უნარი ეჭვქვეშ დააყენეს
სპეციალისტებმა ძაღლების მიერ სიმსივნის აღმოჩენის უნარი ეჭვქვეშ დააყენეს
ევროპელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლსაც კი არ აქვს უნარი აღმოაჩინოს ფილტვის კიბო. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებს შეუძლიათ სიმსივნის უჯრედების შეგრძნება, ისინი მაინც უშვებენ შეცდომას და ხშირად ყურადღება ეფანტებათ.

კვლევაში მონაწილეობა 122-მა მოხალისე-პაციენტმა მიიღო. მათ შორის, 29 ადამიანი ფილტვის სიმსივნით იყო დაავადებული, ხოლო დანარჩენი - ჯანმრთელი. ექვსი თვის განმავლობაში 6 ძაღლს წვრთნიდნენ 150 სახეობის ნიმუშზე. ცდის ფარგლებში ძაღლებს უნდა გამოევლინათ ნიმუშები, რომლებიც ფილტვის კიბოთი დაავადებული ადამიანებისგან ყნოსვით უნდა ეგრძნოთ, თუმცა, ცხოველებმა პაციენტების მხოლოდ 34% გამოავლინეს.

სპეციალისტების თქმით, არადამაკმაყოფილებელი შედეგი,
შესაძლოა, აიხსნას იმით, რომ ძაღლები, ექსპერიმენტის მსვლელობისას სტრესულ სიტუაციაში იმყოფებოდნენ. ისინი იმედოვნებენ, რომ მომავალში შინაურ
ცხოველებს მაინც დაიხმარენ დიაგნოზის გამოსავლენად.

ცდებმა აჩვენა, რომ ცხოველის ყნოსვითი რეცეპტორები ძალიან მგრძნობიარეა სიმსივნის უჯრედების მიმართ.

2015 წელს ამერიკელმა სპეციალისტებმა წარმოადგინეს ანგარიში, სადაც დაწვრილებით განმარტეს წარმატებული ექსპერიმენტის შესახებ, რომელიც ძაღლის მიერ კიბოს აღმოჩენის შემთხვევებს ასახავდა.

ასევე იხილეთ:

ძაღლებს შექება საკვებზე მეტად უყვარ

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ძაღლი მგელზე ფრთხილი ცხოველი

ბავშვები ვერ აცნობიერებენ შეშინებული ძაღლისგან საფრთხე
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?