ძაღლს, რომელიც გარდაცვლილ პატრონს 10 წელი სამსახურთან ელოდა, ძეგლი დაუდგეს
ძაღლს, რომელიც გარდაცვლილ პატრონს 10 წელი სამსახურთან ელოდა, ძეგლი დაუდგეს
ოდესის ოლქში ძაღლ ლორდს, რომელიც გარდაცვლილ პატრონს 10 წელზე მეტი ელოდა, ძეგლი დაუდგეს. ქანდაკება ადგილობრივი კლინიკის წინ დგას. მასზე წერია: "ადამიანებს რომ ძაღლივით სიყვარული შეეძლოთ, დედამიწა სამოთხე იქნებოდა. ჯეიმს დუგლასი." ასევე ვკითხულობთ: " სემბერნარ ლორდს ერთგულებისთვის. 2016 წელი."

ლორდის ისტორია ნამდვილია. ძაღლი პირველმა პატრონმა სახლიდან გააგდო, მაგრამ ის კლინიკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აიყვანა. 13 წლის წინ მამაკაცი გარდაიცვალა, თუმცა, ძაღლი კლინიკასთან დარჩა.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რამდენჯერმე სცადეს მისი სახლში წაყვანა, მაგრამ ლორდი გარბოდა და კლინიკასთან ბრუნდებოდა. ახალი წლის წინ ძაღლი დაიკარგა. ის სამედიცინო დაწესებულებასთან ახლოს, ძალიან ცუდ
მდგომარეობაში იპოვეს. ვეტერინარმა აღმოაჩინა, რომ მას სისხლისა და თირკმელების დაავადება ჰქონდა. ასევე, სხეულზე აღენიშნებოდა საახალწლო
შაშხანას კვალი და ფილტვში ტყვია.

ექიმმა ძაღლის ევთანაზია გადაწყვიტა, თუმცა, კეთილმა ადამიანებმა მისი მკურნალობისთვის  თანხა შეაგროვეს და სამკურნალოდ ოდესის კლინიკაში გადაიყვანეს. თავიდან ის თითქოს გამოჯანმრთელდა, გამოუჩნდა პატრონიც, რომელსაც სახლში უნდა წაეყვანა, თუმცა, ერთი თვის შემდეგ ლორდი მოკვდა.

ოდესელმა ძაღლმა პატრონისადმი ერთგულებისა და თავდადებისთვის ძეგლი ნამდვილად დაიმსახურა.

ასევე იხილეთ:

ცნობილი ძაღლების სახელგანთქმული ძეგლები

ძაღლი 6 წელია გარდაცვლილი პატრონის საფლავზე ცხოვრობს

როცა მოხუცს მაღაზიაში წასვლა აღარ შეეძლო, თავის ძაღლს მისცა კალათა და...
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?