ალბათ არაერთხელ გინახავთ სახალისო ფილმები და სოციალურ ქსელებში გავრცელებული სასაცილო ვიდეო რგოლები მათი მონაწილეობით.
ადამ სენდლერი, დევიდ ბექჰემი, მაილი საირუსი, ოზი ოსბორნი და კიდევ მრავალი სხვა ცნობილი ადამიანის საყვარელი ჯიში, სწორედ რომ ინგლისური ბულდოგია.
რატომ დაიმსახურა ამ ჯიშმა ადამიანების დიდი სიყვარული? არსებობს არაერთი მიზეზი, თუმცა, წარმოგიდგენთ, მხოლოდ რამდენიმე მათგანს.
სწორედ ასეთია ინგლისური ბულდოგის ლეკვის უსაყვარლესი გამომეტყველება.
2. საშუალო ზომა, საშუალო ენერგია, დიდი გული.
უდავოა, ყველა ძაღლი საჭიროებს მოვლასა და ყურადღებას, თუმცა, ეს ჯიში დაკავებული ადამიანებისთვის საუკეთესო ბინადარია. მას არ სჭირდება დიდი ენერგიის ხარჯვა და სირბილი, უბრალოდ გაასეირნეთ და ცოტა ეთამაშეთ, ის კმაყოფილი იქნება.
3. მშვიდი, მამაცი, მეგობრული.
ნუ შეაფასებთ მას გარეგნულად. მისი გამოხედვა შესაძლოა, უკმაყოფილოდ ჩანდეს, თუმცა, ინგლისური ბულდოგი ერთ-ერთი მხიარული და მეგობრული ძაღლის ჯიშია.
4. თავმოყვარე.
გააჩნია შემთხვევებს.
5. ცვლილებები ოჯახში.
ინგლისური ბულდოგი ზრდასრულ ასაკშიც კი ძალიან კარგად ეგუება, როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებს.
6. მოსიყვარულე.
თუ ეძებთ იდეალურ შინაურ ბინადარს ოჯახისთვის, ინგლისური ბულდოგი საუკეთესო არჩევანია.
ის პოზიტიური ხასიათითა და ბავშვების მიმართ დიდი სიყვარულით გამოირჩევა.
7. სითბოსა და კომფორტის მოყვარული
ინგლისურ ბულდოგს ხშირად იპოვით სავარძელში, ფუმფულა ბალიშზე ან ნოხზე მძინარეს, მაგრამ მას არა მხოლოდ სძინავს, არამედ სასაცილოდ ხვრინავს.
8. მოვლა.
ინგლისურ ბულდოგს დაბალი ბეწვის საფარი არ მოითხოვს დიდ მოვლას. ჩვეულ რეჟიმში ბანაობა, ფრჩხილების წესრიგში მოყვანა და ის იდეალურად გამოიყურება.
9. ჯანმრთელობა.
ინგლისური ბულდოგი ჯანმრთელი ჯიშია, თავისი თანამოძმე დიდი ჯიშის ძაღლებთან შედარებით. რას უჩივიან მისი პატრონები ყველაზე ხშირად? თითქმის ყველა ინგლისური ბულდოგი ხვრინავს.
10. რჩევა.
თუ ინგლისური ბულდოგის შეძენას გადაწყვეტთ, არ იყიდოთ ის გაურკვეველი სელექციონერებისგან. აუცილებლად მოითხოვეთ ძაღლის მშობლების ნუსხა და გენეტიკური ჯანმრთელობის ცნობა.
მისი აყვანით კი თქვენ ნამდვილ მეგობარსა და ერთგულ ოჯახის წევს შეიძენთ.