მთამსვლელმა 6 ათასი მეტრის სიმაღლეზე გერმანული ნაგაზი იპოვა
მთამსვლელმა 6 ათასი მეტრის სიმაღლეზე გერმანული ნაგაზი იპოვა
აგვისტოს დასასრულს ჯგუფი გიდთან ერთად იალბუზის მთებზე გაემგზავრა, ზღვის დონიდან  5600 მეტრის სიმაღლეზე, სადაც თოვლისა და ყინულის გარდა, არაფერია. რუსმა მთამსვლელმა ანდრეი ორლოვსკიმ უკაცრიელ ადგილზე გერმანული ნაგაზი შენიშნა. ის ადამიანებისკენ მიიწევდა, რომლებიც მწვერვალისკენ მიემართებოდნენ.

"ვერ გეტყვით, ასეთ ყინვაში ღამე როგორ გადარჩა. ყველანაირად აღჭურვილი ვიყავი, რათა სიცივეს არ შეეღწია სხეულში, მაგრამ ძვლები მაინც გაყინული მქონდა. უკანა გზაზე ვერ შევძელი გულგრილად ჩამევლო მისთვის. რომ დამეტოვებინა, იქ ვერ გადარჩებოდა."-ამბობს ანდრეი.

როგორ მოხვდა ძაღლი იალბუზის მთაზე არავინ იცის. პირველად ის რამდენიმე დღით ადრე შეამჩნიეს. როგორც აღმოჩნდა,
არაერთი დღე დადიოდა თოვლით დაფარულ მთებზე და ადამიანების დანახვისას კუდის ქიცინით უკან მიყვებოდა, თუმცა, ყურადღებას
არავინ აქცევდა.

ანდრეიმ ძაღლი მთებიდან ჩამოიყვანა. ის  ელოდება ძველი ან ახალი პატრონის გამოჩენას, რათა გერმანული ნაგაზი საიმედო ხელში დააბინაოს და თავად სახლში დაბრუნდეს.

ასევე იხილეთ:

ცხოველებმა ადამიანები თოვლის ტყვეობიდან იხსნეს და გარდაუვალ სიკვდილს გადაარჩინეს!

მთებში დაკარგული 14 წლის ბიჭი ლაბრადორმა გადაარჩინა

ერთი ძველი ფოტოს სევდიანი ისტორია
dali
ბრავო.მადლობა ძაღლის გადარჩენისათვის
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?