ეს ლიზაა - აყვანილი უსახლკარო ძაღლი, რომელიც გიჟდება წყალზე (+ვიდეო)
ეს ლიზაა - აყვანილი უსახლკარო ძაღლი, რომელიც გიჟდება წყალზე (+ვიდეო)
ლიზა ჩვეულებრივი შავი უსახლკარო ძაღლი იყო. ერთ წვიმიან დღეს ის მარტო იჯდა ტროტუარზე. მას ზურგზე დიდი დამწვრობა ჰქონდა, რაც ძალიან დიდ ტკივილს აყენებდა.

ის ჯერ სულ 2 თვის იყო, ამიტომ თავშესაფარში ჯერ ვერ წაიყვანდნენ. გარდა ამისა, ის უნდა გამოჯანმრთელებულიყო. ამ მიზეზების გამო, მოხალისემ იგი თავის სახლში წაიყვანა და გადაწყვიტა, ახალი სახლის პოვნაში დახმარებოდა. ამ გოგონას უკვე აყვანილი ჰყავდა თავშესაფრიდან 3 დიდი ძაღლი.

“იმ პერიოდში მე და ჩემს ქმარს ლეკვის აყვანა გვინდოდა. ჩვენ ყოველთვის გვიყვარდა ცხოველები, მაგრამ ვერ ვბედავდით აყვანას, რადგან
ბინაში ვცხოვრობდით. ჩვენ პატარა ტანის ძაღლი გვინდოდა. საბედნიეროდ, ჩემი მშობლები სოფელში დიდ ეზოიან სახლში ცხოვრობდნენ.

Zooclub
მელიც გიჟდება წყალზე (+ვიდეო)" width="477" height="635" />

მე ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ თავშესაფარს მივწერე, რომ ლეკვის აყვანა გვინდოდა - კვიპროსზე დიდი პრობლემა გვაქვს უსახლკარო ძაღლებისა და თავშესაფრებისა (ისინი მუდამ სავსეა). იქიდან მაშინვე მოგვწერეს პასუხი. წერილში ლიზაზე გვატყობინებდნენ.

Zooclub

ქმართან ერთად მის სანახავად წავედით. ჩვენ სახლის კუთხეში ვიდექით და თვალს ვადევნებდით. მიუხედავად იმისა, რომ ამ პატარამ დიდი ტკივილი გადაიტანა, მას უსაზღვრო ენერგია და ბედნიერების განცდა ჰქონდა. ის გულადი იყო და დიდ ძაღლებთან ერთად მათი ჯამიდან ჭამდა. მასთან ახლოს ჩავიმუხლე, მოვეფერე და მივხვდი, რომ ის ჩემი ძაღლია. ის მე მგავდა. ჰქონდა შავი კანი და ყავისფერი თვალები დიდი ენერგიითა და გამბედაობით სავსე.

Zooclub

შემდეგ გავიგეთ, რომ ლიზას ძალიან უყვარს წყალი. ის თავის წყლის ჯამთანაც კი თამაშობდა. მას უყვარდა დასველება და ცურვა.

მიუხედავად იმისა, რომ ლიზა საბოლოოდ არ გამოდგა პატარა ტანის, რადგან ის ლაბრადორია, ჩვენთვის ეს უკვე სულერთია. ლიზა ჩვენი გოგოა", - საუბრობს ლიზას პატრონი.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?