პატრონი ვერაფერს ხვდებოდა, როცა ძაღლს უყურებდა, ამ ამბის გაგების შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა
პატრონი ვერაფერს ხვდებოდა, როცა ძაღლს უყურებდა, ამ ამბის გაგების შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა
ბელა შოკოლადისფერი ლაბრადორია. ის და მისი პატრონი რობერტ კუგლერი ნებრასკაში ცხოვრობენ (აშშ). ძაღლი და პატრონი 9 წელია, განუყრელი მეგობრები არიან.

ერთ დღეს რობერტი და მისი ბინადარი სასეირნოდ პარკში წავიდნენ. მამაკაცმა შეამჩნია, რომ ძაღლს მარცხენა ფეხის მოძრაობა უჭირდა, ამიტომ ვეტერინართან წაიყვანა. საშინელი სიახლე რობერტისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა: ბელას ძვლის სიმსივნე აღმოაჩნდა.

ვეტ-ექიმი პატრონს საიმედოს ვერაფერს ჰპირდებოდა. რობერტმა უარი თქვა ძაღლის ევთანაზიაზე. საბოლოოდ, მას დაზიანებული თათის ამპუტირება შესთავაზეს, მაგრამ როდესაც ოპერაცია დამთავრდა, ტესტებმა აჩვენა, რომ სიმსივნე ფილტვზეც გადასულიყო.

ბელა კვდებოდა. სპეციალისტების თქმით, ის 6
თვეზე მეტ ხანს ვერ იცოცხლებდა. სწორედ მას შემდეგ, რობერტმა გადაწყვიტა, რაც შეიძლება მეტი დრო დაეთმო
ძაღლისთვის და მისი დღეები განსაკუთრებულად ექცია.

"არ შემიძლია წარმოვიდგინო, როგორ მივალ ერთ დღეს სახლში და მას მკვდარს ვიპოვი."-ამბობს რობერტი.

Zooclub

მამაკაცმა ჩანთაში მოათავსა ყველა საჭირო ნივთი და ბელასთან ერთად სამოგზაუროდ წავიდა.

ვეტერინარები შეცდნენ, რადგან 6 თვეზე მეტია, პატრონი და ძაღლი ბედნიერად მოგზაურობენ. ბელას ძალიან უყვარს ცურვა და პატრონთან გატარებული ყოველი წუთით სიამოვნებას იღებს.

Zooclub

განუყრელი დუეტი მოგზაურობის პერიოდში რობერტის მანქანაში ცხოვრობს, ღამის გასათევად მეგობრებთან ან უცხო ადამიანებთან სტუმრად მიდიან. მამაკაცი საკუთარ თავგადასავალს წერს სოციალურ ქსელში და მის სტატუსებს ინტერესით ადევნებს თვალს მილიონობით ადამიანი. ცხოველსა და პატრონს უკვე ათასობით გულშემატკივარი ჰყავს.

Zooclub

2 წლის განმავლობაში რობერტმა დაკარგა ორი უახლოესი ადამიანი, ამიტომ არ შეეძლო შეგუებოდა კიდევ ერთ დანაკარგს. როდესაც სამოგზაუროდ წავიდა, იმედოვნებდა, რომ დარდს შეიმსუბუქებდა.

რას შეეხება ბელას, მართალია, მან ვერ დაამარცხა ეს საშინელი სენი, თუმცა, პროგრესი უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ამას სპეციალისტები ვარაუდობდნენ. ძაღლი ყოველ წუთს ატარებს პატრონთან და გამოიყურება ბედნიერად. შესაძლოა, სწორედ ბედნიერება გახდა მისთვის საუკეთესო წამალი.

Zooclub

ასევე იხილეთ:

პატრონმა ძაღლს, რომელიც სიმსივნის დამარცხებაში დაეხმარა, გამოსამშვიდობებელი ფილმი მიუძღვნა

ის რაც ყველა ძაღლის პატრონმა უნდა იცოდეს

ბიჭი თავის ძაღლთან ერთად სამოგზაუროდ წავიდა, მან იცოდა, რომ ეს მათი ბოლო თავგადასავალი იქნებოდა
მარინა
და ადამიანობა!
ნათია
აი ეს არის სიყვარული
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?