რამდენიმე ხნის წინ, სტივი ძაღლებთან ერთად კალიფორნიიდან ინდიანას შტატში სამოგზაუროდ წავიდა. ის მგზავრობს ველოსიპედით და მასზე ჩაბმული ურიკით გადაჰყავს ცხოველებიც.
არკანზასში ქალმა შეამჩნია თვითნაკეთი ტრანსპორტი და დაინტერესდა, სად მიემგზავრებოდა უსახლკარო მამაკაცი.
მან სტივის ისტორია მოისმინა და ნებართვა ითხოვა ინტერნეტში გაევრცელებინა მამაკაცისა და მისი ძაღლების ამბავი. სწორედ მას შემდეგ მოგზაურებს წარმატება თან სდევთ:
არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უზრუნველყო
ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რისთვის მიდის მამაკაცი 11 ძაღლთან ერთად ინდიანას შტატში?
საქმე ის არის, რომ სტივს ჰყავს მეგობარი, რომელიც დახმარებას შეპირდა, თუ მასთან ინდიანაში ჩავიდოდა.
კერძოდ, მის ძაღლებს გაუკეთებენ სტერილიზაციას და აღმოუჩენენ ყველანაირ სამედიცინო დახმარებას.
უდავოა, არაერთი ადამიანი იფიქრებს, რომ უმჯობესია, უსახლკარო ადამიანმა ძაღლები თავშესაფარში ჩააბაროს...
მაგრამ სტივის თქმით, მსგავს უგულობას არ ჩაიდენს და ერთგულ მეგობრებს არ დაშორდება. თავშესაფარი და ვეტერინარული კლინიკა მათ დროებით აღმოუჩენს დახმარებას, ხოლო შემდეგ პატრონთან ერთად ბედნიერად გააგძელებენ ცხოვრებას ინდიანას შტატში.
ასევე იხილეთ:
ფოტო გადავუღე 200-ზე მეტ ოჯახს, რომლებმაც ძაღლები გადაარჩინეს იმიტომ, რომ მათი საქციელი სხვებისთვის შთაგონების წყაროდ ქცეულიყო
ობოლი ბავშვები, რომლებსაც არავინ ჰყავთ ოთხფეხა მეგობრის გარდა
უსახლკარო ძაღლს ქუჩაში ძველ სათამაშოსთან ჩახუტებულს ეძინა - ამ ფოტომ მთელი ინტერნეტი მოიარა