მსოფლიოში უდიდესი ძაღლი ინგლისში მცხოვრებ ყველაზე პატარა ძაღლს შეხვდა
მსოფლიოში უდიდესი ძაღლი ინგლისში მცხოვრებ ყველაზე პატარა ძაღლს შეხვდა
"გერმანული დოგი, სახელად მაიორი, რომელიც დღეს მსოფლიოს ყველაზე მაღალი ძაღლის ტიტულს ატარებს, შეხვდა დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ყველაზე პატარა ძაღლ ჩიხუახუას, სახელად დისნეის", -წერს "Daily Mail"-ი.

ცხოველების პატრონებმა შეხვედრა მოაწყვეს უელსში, სადაც მაიორი ცხოვეობს.

"მაიორი 76 კგ-ს იწონის, მაგრამ ის ყველაზე საოცარი და კეთილი ძაღლია მსოფლიოში. " - ამბობს გერმანული დოგის პატრონი ბრაიენ უილიამი.

რაც შეეხება ჩიხუახუას, ის დაახლოებით 0,8 კგ-ს იწონის.

"დაუჯერებელია, რომ მათ ერთი ნახვით მოეწონათ ერთმანეთი. ეს ლამაზი მეგობრობის დასაწყისია." - აღნიშნავს დისნეის პატრონი ნატალი უეინი.

Zooclub

მაიორი დღის
განმავლობაში მიირთმევს 6 კვერცხს, 2 კგ. ხორცს, სვამს 1,4 ლიტრ რძეს იმ დროს, როცა პატარა
ჩიხუახუასთვის ერთი ჩაის კოვზი საკვებიც კი საკმარისია.

უახლოესი კვირების განმავლობაში, მაიორი შესაძლოა, გინესის წიგნში მოხვდეს, როგორც ყველაზე მაღალი ძაღლი მსოფლიოში.

ასევე იხილეთ:

ყველაზე დიდი ძაღლი მსოფლიოში, რომელსაც ადამიანის საწოლზე ძინავს
//////
დაბოლების ქვეყანაა
???
ბავშვობაში გვყავდა პატარა ძაღლი,ჯიბეში ეტეოდა,ვირთხასა და პატარა თაგვს შორის იყო მისი ზომა,400(0.4) გრამზე მეტი არ იქნებოდა. გვეგონა პატარა ლეკვი მოვიყვანეთ და თურმე უკვე ზრდასრული ყოფილა,მეტი აღარ გაიზარდა.
levani kaxeti
თქვე კაი ხალხო, აქვე ჩემს მეზობელს ყავს სენ ბერნარის ჯიშის ძაღლი და 18 თვისა 86 კილოს იწონის.
ლეო
სისულელეა,ამაზე დიდი ძაღლები იმდენია,რომ სათვალავი აგერევა.ჯერ მარტო წონაში 30-50 კილოთი მეტნი არიან!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?