სულ 4 დღე იყო გასული, რაც დობერმანი ახალ სახლში ცხოვრობდა. ის პატარა შარლოტასთან ერთად ეზოში თამაშობდა. ისე ჩანდა, თითქოს ბავშვი შესანიშნავად ეწყობოდა ცხოველს, მაგრამ უეცრად დობერმანმა ღრენა დაიწყო. წამის მერე მან გოგონას პამპერსში ჩაავლო პირი და მასთან ერთად გვერდით გახტა!
ძალიან შეშინებული დედა მაშინვე
იმ ადგილას, სადაც წამის წინ გოგონა თამაშობდა, შხამიანი გველი მიიკლაკნებოდა... უკანასკნელ მომენტში გულადმა ჰანმა მოასწრო პატარა პატრონის გადარჩენა, მაგრამ გველმა ძაღლი დაგესლა!
საბედნიეროდ, მისი გადარჩენა მოხერხდა. ვეტერინარმა ოპერატიულად გაუკეთა შხამსაწინააღმდეგო ვაქცინა.
ამის შემდეგ ოჯახმა უფრო მეტად შეიყვარა ახალი წევრი! გოგონა და ჰანი განუყრელი მეგობრები არიან.