ბავშვი მეზობლის ძაღლს ყოველდღე საიდუმლოდ სტუმრობდა...ეხუტებოდა და მირბოდა (+ვიდეო)
ბავშვი მეზობლის ძაღლს ყოველდღე საიდუმლოდ სტუმრობდა...ეხუტებოდა და მირბოდა (+ვიდეო)
საოცრი ამბავი რამდენიმე კვირა გრძელდებოდა ლუიზიანას შტატში (აშშ). ეს ფაქტი სათვლათვალო კამერამ აღმოაჩინა - ბავშვი ჩუმად იპარებოდა მეზობლის ავტოსადგომში, ეხუტებოდა ძაღლს და მირბოდა. როდესაც ძაღლის პატრონმა ჰოლი მალეტმა ეზოს სათვალთვალო კამერაზე ეს საოცრად თბილი კადრები იხილა, გადაწყვიტა პატარა ბიჭი სოციალური ქსელის დახმარებით მოეძებნა.

"მეზობლებო, ვინმემ იცით, ვინ არის ეს ბავშვი? ის ხშირად მოდის ჩემს ეზოში ველოსიპედით, ეთამაშება და ეხუტება ძაღლს, ხოლო შემდეგ სწრაფად მირბის. ძალიან მინდა, ვიპოვო და ვუთხრა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია გვესტუმროს მე და დათჩის."

Zooclub

ჰოლიმ სტატუსს ვიდეოც დაურთო.

იხილეთ ვიდეო

რამდენიმე საათის შემდეგ ძაღლის პატრონს ბავშვის დედა გამოეხმაურა: "მადლობა, რომ შეგვეხმიანეთ. ჩემი შვილი ჯონი ყოველდღე
გვიყვება თქვენი ძაღლის შესახებ. აღფრთოვანებულია დათჩით და ძალიან უყვარს."

ჰოლი ბედნიერი იყო, როდესაც პირველად ნახა ჩანაწერი, სადაც ასახული იყო ბავშვისა და ძაღლის თბილი დამოკიდებულება და არა ის რისთვისაც სათვალთვალო კამერებია განკუთვნილი.

Zooclub

ისტორია ამ ფაქტით არ დამთვარებულა: აღმოჩნდა, რომ ერთი წლის წინ ბავშვმა საყვარელი ძაღლი დაკარგა.

პატარა ჯონს ნებისმიერ დროს შეეძლება დათჩის ნახვა და მასთან თამაში.

ასევე იხილეთ:

კატა იცავდა და უყვარდა ბავშვი, სანამ ის დაიბადებოდა. დაბადების შემდეგ კვლავ გვერდიდან არ შორდება მას

"ვინ იყო ის ანგელოზი?! "- სიტყვებმა, რომელიც კომიდან გამოსულმა ქალბატონმა თქვა, ყველა შოკში ჩააგდო

გედი ეხუტებოდა ადამიანს, რომელმაც გადაარჩინა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?