ძაღლი "ნარკომანი" მფლობელს ჩამოართვეს
ძაღლი "ნარკომანი"  მფლობელს ჩამოართვეს
კალიფორნიაში მცხოვრებმა ნათანიელ სესუსიმ ვეტერინარულ კლინიკას საკუთარი ძაღლის დახმარებისთვის მიმართა. ჩიხუახუა ჯეკი თავს ცუდად გრძნობდა. მას არ შეეძლო სიარული, ასევე, ჰქონდა გულისრევა და იტანჯებოდა კონვულსიით (კრუნჩხვა). 

ვეტერინარებმა ძაღლს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და პატრონმა სახლში წაიყვანა, თუმცა, ექიმებმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს.

სამართალდამცველები ნათანიელის სახლში მივიდნენ და პატრონი ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დააპატიმრეს. როგორც აღმოჩნდა, ჯეკის მფლობელი ცხოველს ნარკოტიკულ საშუალებებს აძლევდა.

ჩიხუახუა გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც მკუნალობის კურსი უტარდება. მოგვიანებით, ჯეკი ცხოველთა მოყვარულ მოხალისეებთან იცხოვრებს, ხოლო შემდეგ სანდო ოჯახზე გაჩუქდება.
ძაღლის ყოფილ მფლობელს ნათანიელ
სესუსს კი ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გაასამართლებენ.

ასევე იხილეთ:

ქალმა თავისი ძაღლი მანქანის ფანჯრიდან გადააგდო… - ერთი წლის შემდეგ მან სასამართლოს წინაშე ამ სისასტიკეზე პასუხი აგო...

კარდაშიანების ოჯახის წევრს საკუთარი ძაღლებისადმი სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ

ირანელს, რომელმაც ძაღლი სიკვდილის პირას მიიყვანა, გამოუტანეს განაჩენი -74 როზგი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?