მილიარდელების ახალი გართობის თემა შინაური ბინადრები
გახდნენ. ინსტაგრამის ახალი პროფილი, სახელად "ლონდონის უმდიდრესი ძაღლები", ყოველდღიურად ანახლებს გვერდს სხვადასხვა ფოტოთი, სადაც ძაღლები მოგზაურობენ კერძო თვითმფრინავებით, ატარებენ ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილ ყელსაბამებსა და ზღვაში მოგზაურობისას კერძო იახტებიდან თავს იწონებენ.
ფოტოებიდან კარგად ჩანს, რომ გამოთქმა - "ძაღლური ცხოვრება" მათ არ შეეფერებათ.
ინსტაგრამზე ანონიმური ბლოგი ივნისის ბოლოს გამოჩნდა და უკვე 25 ათაზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ავტორის თქმით, მან გვერდი გასართობად გააკეთა.
იხილეთ ფოტოგალერეა
ასევე იხილეთ:
მილიარდელი, რომელიც გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე ზრუნავს
ძვირადღირებული საჩუქრები ცხოველებისთვის