რატომ გვანან ძაღლები პატრონებს?
რატომ გვანან ძაღლები პატრონებს?
ყველა ჩვენგანს გარკვეულწილად გვახასიათებს ნარცისიზმი და ჩვენს ძაღლებთან ისეთი დამოკიდებულება გვაქვს, როგორიც საკუთარ მინიასლთან.

იმისათვის, რომ პატრონებისა და ძაღლების გარეგნულ მსგავსებაში დარწმუნდეთ, შორს წასვლა არ გჭირდებათ. მიდით უახლოეს პარკამდე.

იქ აუცილებლად წააწყდებით ბევრ მაგალითს, მათ შორის წვეროსან ბატონს, რომელიც მოხდენილ, გრძელბეწვიან ძაღლს ასეირნებს და ალბათ თავის დალაქთან დაჰყავს.

შესაძლოა, შეხვდეთ გლამურულ მორბენალ ქალბატონს ავღანურ მწევართან ერთად, რომელიც ასევე ამაყად ატარებს თავის გრძელ კულულებს.

რატომ ირჩევენ ადამიანები ძაღლებს, რომლებიც მათ მაქიმალურად გვანან? ამ კითხვაზე პასუხმა შესაძლოა ადამიანებსა და მათ ბინადრებს შორის ღრმა
კავშირების ახლებური გაგების საშუალება მოგვცეს; გაგვიხსნას უცნაური და მოულოდნელი რითმები მეუღლისა და შინაური ბინადრის არჩევისას.

Zooclub

ჰერარდ გეთინგსის მიერ გადაღებული ძაღლის შოუს მონაწილეების ფოტოები იმ აზრამდე მიგვიყვანს, რომ ადამიანებსა და მათ ბინადრებს შორის უხილავი ნათესაობა არსებობს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის (სანდიეგო, აშშ) მეცნიერმუშაკი იყო პირველი ფსიქოლოგი, რომელმაც პასუხის პოვნა ემპირიული გზით გადაწყვიტა.

მან ძაღლების სეირნობისთვის განკუთვნილი სამი პარკი მოინახულა. მან სურათები ჯერ ძაღლებს, შემდეგ პატრონებს გადაუღო ძაღლებს გადაუღო, ბოლოს კი საცდელი ჯგუფის წევრებს სთხოვა ფოტოებით წყვილები აღედგინათ.


გრძელთმიანი ქალბატონები ხშირად გრძელყურებიან ძაღლებს ირჩევენ.

ექსპერიმენტის წევრებმა ყოველგვარი მინიშნების გარეშე დიდი სიზუსტით შეძლეს ძაღლებისა და მათი პატრონების ამოცნობა. მას შემდეგ ეს შედეგი ხშირად სხვა კვლევებში მეორდება.

Zooclub

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ მსგავსება შეიძლება სულ მცირე იყოს, მაგრამ შესამჩნევი. ასევე, აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგი სუფთა ჯიშის ძაღლებს ეხებათ და არა მეტისებს. ხანდახან იგი მხოლოდ გარეგან ნიშნებს ეფუძნება, მაგალითად გრძელთმიანი ქალბატონები უპირატესობას გრძელ, ყურებჩამოყრილ ძაღლებს ანიჭებენ, ხოლო ტანსრული ადამიანების ძაღლებს ხშირად ჭარბი წონა აქვთ.

თუმცა, ხანდახან მსგავსება სხვა ნიშნებში ვლინდება, მაგალითად თვალის ჭრილის ფორმაში.

ზოგი ფსიქოლოგი ვარაუდობს, რომ ადამიანი შინაურ ბინადარს იმავე პრინციპით ირჩევს, როგორითაც სასიყვარულო პარტნიორს, რომელთა გარეგანი მსგავსება ჩვენთან გენების შეთავსებას ითვალისწინებს.

ამ ინსტინქტის მიხედვით, ხშირად იმათ სასარგებლოდ ვაკეთებთ არჩევანს, რომლებიც საკუთარ თავში ჩვენს მსგავს გარეგან თვისებებს ატარებენ.

Zooclub

სხვათა შორის, ეს პრინციპი საგნებზეც ვრცელდება. მაშასადამე, ჩვენს ძაღლებს და მაგალითად, მანქანებს ბევრი საერთო აქვთ ჩვენთან. მთავარია, გვესმოდეს, რომ ჩვენი ნარცისიზმი სულაც არ არის აუცილებლად ზედაპირული: ჩვენ მივილტვით ადამიანებისკენ, რომლებიც არა მხოლოდ გარეგნულად გვგვანან, არამედ მსგავსი ხასიათი აქვთ (ხასიათების მსგავსებამ შეიძლება ოჯახური ბედნიერება განსაზღვროს).

ორიოდე წლის წინ, ბორბალა ტურკსანმა ბუდაპეშტის უნივერსიტეტიდან, გადაწყვიტა, ტესტის დახმარებით შეემოწმებინა ძაღლებთან დაკავშირებითაც ასე იყო თუ არა.
“საკუთარ ძაღლებს ადამიანები განსაკუთრებულად ექცევიან - იგი არა მხოლოდ შინაური ბინადარი, არამედ ოჯახის წევრი, მეგობარი და კომპანიონია. ამიტომ ვივარაუდეთ, რომ მათსა და პატრონებს შორის ურთიერთობაში რაღაც საერთოა”, - საუბრობს ბორბალა.
თავად პიროვნების იდეა ზოგს შეიძლება საეჭვოდ მოეჩვენოს.



მეგობრებსა და პარტნიორებზე მეტად ჩვენს ძაღლებს ვგავართ

ექსპერიმენტებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანების ხასიათების მონახაზი ისეთივეა, როგორიც ექსტრავერტულობა და ინტრავერტულობა. ეს თანმდევია ძაღლის ქცევისა - აგრესიულია თუ არა იგი უცხო ადამიანებისადმი ან პირიქით, ერიდება და იმალება უცხოებისგან პატრონის ფეხებს უკან.

Zooclub

უკვე არსებობს ფსიქოლოგიური ტესტის ძაღლის ვერსია - გამოყენებულია "Big Five"-ის („დიდი ხუთეული“) მოდელი, რომელიც ხასიათის 5 ძირითად თვისებაზე დაყრდობით
პიროვნების დასახასიათებლად გამოიყენება. ეს თვისებებია: ნევროტიულობა, ექსტავერტულობა, პატიოსნება, კეთილგანწყობა და ახალი ცდისადმი დადებითი დამოკიდებულება.

მისი საფუძველია ისეთი უბრალო ქცევები, როგორიცაა მაგალითად სიზარმაცისკენ მიდერეკილება, სიცივე ან გაუცხოება.

თურქსანმა აღმოაჩინა, რომ ძაღლები და მისი პატრონები ხშირად გვანან ერთმანეთს ხასიათით. ამასთან, ბევრად მეტად - ვიდრე მეუღლე ან მეგობრები.

საინტერესოა, რომ ეს არ არის დამოკიებული იმ დროსთან, რა დროც პატრონმა და მისმა ძაღლმა ერთ ჭერქვეშ გაატარეს.

ხშირად საკუთარი ძაღლებისგან ჩვენს მსგავსებებს ვძერწავთ და ამიტომ ისინი მართლაც შეიძლება გახდნენ ჩვენზე ოდნავ უკეთესნი.

ძაღლი პატრონის ქცევას იმიტომ არ იმეორებს, რომ ჩვენ გვასიამოვნოს. ძაღლის პიროვნება ისაა, რაც ბევრ შემთხევაში ჩვენს არჩევანს განაზღვრავს და შესაძლოა, არის რაღაც სიბრძნე ჩვენთვის კომპანიონი ძაღლის შეთავსების პრინციპით არჩევაში.

30 ათასი წლის წინ ადამიანებმა ნადირობაში დახმარებს მიზნით ძაღლების ველური წინაპრები მოიშინაურეს. შემდეგ მათ ეს ცხოველები დაიმსგავსეს.

და სწორედ მაშინ, სახეობებშორისი არსებული ბუნებრივი საზღვრების გადალახვის შემდეგ ძლიერი ემოციური კავშირი დამყარდა. გასული საუკუნეების მანძილზე ძაღლები დაგვემსგავსნენ. ისინი ჩვენნაირად იქცევიან და ადამიანებისგან განსხვავებით სიყვარულზე სიყვარულით გვპასუხობენ.

ისინი ბევრ რამეში ჩვენი ხასიათის ანარეკლები არიან, რაც სრულიად ჩვეულებრივია, რადგან კაცობრიობა ძაღლს თავის საუკეთესო მეგობრად თვლის.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?