ძაღლს შეუძლია დიაბეტით დაავადებულ ადამიანს ჰიპოგლიკემიის შეტევა უწინასწარმეტყველოს
ძაღლს შეუძლია დიაბეტით დაავადებულ ადამიანს ჰიპოგლიკემიის შეტევა უწინასწარმეტყველოს
კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ძაღლები იწყებენ შფოთს, სანამ ჰიპოგლიკემიის შეტევა დაეწყება ადამიანს, რომელიც პირველი ტიპის დიაბეტით არის დაავადებული. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ "Diabetes Care"-ში.

ჰიპოგლიკემია სისხლში შაქრის დაბალი შემცველობაა, რომელიც იწვევს თავბრუსხვევას, ორიენტაციის დაკარგვას, ხოლო განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში - კომას. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ძაღლები შეტევის დაწყებამდე, რამდენიმე წუთით ადრე, იზოპრენის სუნს შეიგრძნობენ, რომელსაც ადამიანი სუნთქვის დროს გამოყოფს. იზოპრენი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შენაერთია, რომელსაც ჰაერი ამოსუნთქვის დროს შეიცავს.

კვლევაში მონაწილეობდა 7 ქალი, რომლებიც დაავადებულნი იყვნენ პირველი ტიპის დიაბეტით. აღმოჩნდა, რომ სისხლში
შაქრის შემცირებისას, ამოსუნთქვის დროს იზოპრენის რაოდენობა ორმაგდება.

ექიმი მარკ ევანსის თქმით, ამ ეტაპზე არ არის
გამოკვლელული, საიდან ჩნდება იზოპრენი სუნთქვის დროს. ამის შესახებ, მხოლოდ ცოტა რამ არის ცნობილი.

ამ აღმოჩენამ შესაძლოა სარგებელი მოუტანოს დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს, რათა მეცნიერებმა მომავლაში მკურნალობის ეფექტურ მეთოდს მიაგნონ. განსაკუთრებით კი, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

ასევე იხილეთ:

რა არის ზოოთერაპია და რას მკურნალობენ ძაღლები

ეფექტური თერაპია ბავშვთა კლინიკებში

5 სახეობის ცხოველი, რომელიც ადამიანს მკურნალობს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?