ახალშობილმა ძაღლს ადამიანების სიყვარული ასწავლა
ახალშობილმა ძაღლს ადამიანების სიყვარული ასწავლა
გრეიჰაუნდის ჯიშის ძაღლი მოსლი ცხოველთა დამცველებმა სასტიკი ადამიანებისგან გადაარჩინეს. ის 4 წლამდე  ძაღლთა არალეგალურ რბოლებში მონაწილეობდა. ძაღლი სკოტ მერიჰიუს ოჯახში მოხვდა, მაგრამ მოსიყვარულე პატრონებისა და თბილი გარემოს მიუხედავად, ვერ ეჩვეოდა ოჯახის წევრებს. ის სევდიანი და გულჩათხრობილი ყველას თავს არიდებდა. მხოლოდ მაშინ, როცა სახლში ახალშობილი გაჩნდა, ყველაფერი შეიცვალა.

4 წლამდე ძაღლი დაკავებული იყო მხოლოდ სასტიკი სპორტით, რომელსაც ადამიანების ბრძანებითა და მითითებებით ასრულებდა. მან არ იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო ადამიანებთან, რომლებიც ეფერებოდნენ და ზრუნავდნენ მასზე. მოსიყვარულე პატრონები ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ მოსლის ყურადღება დაემსახურებინათ,
თუმცა, ის მოფერებასა და სითბოზე არ რეაგირებდა.

Zooclub

ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პატრონები ძაღლის
გულის მოგებას ცდილობდნენ, თუმცა, ამაოდ. ყველაფერი მხოლოდ მაშინ შეიცვალა, როცა სკოტის მეუღლე დაფეხმძიმდა. მოსლი დღითიდღე ცდილობდა ქალის სიახლოვეს ყოფილიყო.

Zooclub

"ფეხმძმობის ბოლო რამდენიმე კვირა მოსლი განსაკუთრებულ სითბოს გამოხატავდა ჩემ მიმართ."- ამბობს სკოტის ცოლი.

Zooclub

როდესაც ქვეყანას პატარა ლუკასი მოევლინა, ძაღლი მიხვდა, რომ იპოვა ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ეყვარებოდა.

"მოსლი პირველივე დღიდან დაინტერესდა ბავშვით, მაგრამ ხვდებოდა, რომ მოშორებით უნდა ყოფილიყო მისგან."- იხსენებს სკოტი.

ძაღლი თბილი და ალერსიანი იყო ბავშვის მიმართ. ის თითქმის არ ტოვებდა პატარას და ყოვეთვის ყურადღებით იყო.

Zooclub

"ძილის წინ კატებს ვუშვებთ ლუკასის საძინებელი ითახიდან, თუმცა, მოსლის ბავშვის გვერდით ძილის ნება დავრთეთ."- ამბობს სკოტი.

Zooclub

Zooclub

ამ ძაღლმა საკუთარ თავში გახსნა ის სიყვარულის გრძნობა, რაც აქამდე არავის მიმართ გამოუხატავს, რადგან ამის საშუალებას არ აძლევდნენ. ოჯახში ბავშვის გაჩენის შემდეგ , ის უანგაროდ უზიარებს პატარას თავის ალერსსა და სითბოს.

Zooclub

ასევე იხილეთ:

მშობლებმა გადაწყვიტეს ბავშვი თავიანთი ბინადარი ძაღლისთვის გაეცნოთ...

დაკარგული ბავშვი 11 დღის შემდეგ იპოვეს, ის თავისმა ძაღლმა გადაარჩინ

კატა გვერდიდან არ შორდებოდა ოჯახის ახალშობილ წევრს. ის ხვდებოდა, რომ ბავშვს რაღაც აწუხებდ

diax
ძაღლები ძალიან მიყვარს, მაგრამ ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე ასე ახლოს ახალდაბადებულ ბავშვთან, ნამდვილად ვერ მივუშვებდი...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?