მამა-შვილმა წყალდიდობის დროს დატოვებული 40 ძაღლი გადაარჩინა (+ფოტო)
მამა-შვილმა წყალდიდობის დროს დატოვებული 40 ძაღლი გადაარჩინა (+ფოტო)
მიუხედავად იმისა, რომ ბრაზორიის (ტეხასი) მცხოვრებლები მოსალოდნელი წყალდიდობის თაობაზე გააფრთხილეს, უამრავი ძაღლი იქნა დატოვებული შექმნილი პანიკის გამო. თუმცა, მამამ და მისმა უმცროსმა შვილმა მათი გადარჩენა გადაწყვიტეს და საკუთარი ძრავიანი ნავით 40 ძაღლის სიცოცხლე იხსნეს.

“არ შემიძლია ამის გაგება: ყველამ იცოდა წყალდიდობის შესახებ უკვე 1 კვირით ადრე”, - წერს შვილი სოციალურ ქსელში. შესაძლოა, ზოგი მფლობელი არ იყო სახლში და ვერ შეძლო ძაღლის გამო დაბრუნება, მაგრამ ასე თუ ისე ძაღლები უკვე სამშვიდობოს არიან.

“ყველა დროებით თავშესაფარში მოათავსეს”, - აღნიშნა მან. ძაღლებს მიხედავენ,
სანამ მათი პატრონები არ დაიბრუნებენ ან ახალი პატრონები არ აიყვანენ.

ორგანიზაცია SPCA აგრძელებს გადარჩენილი ძაღლების
ფოტოების გამოქვეყნებას, რომ პატრონებმა შეძლონ მათი პოვნა.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?