მშობლებმა შეამჩნიეს, რომ ძაღლი ბავშვს ყოველთვის მარჯვენა მხარეს დაყვებოდა. აღმოჩნდა, რომ მან რაღაც იცოდა...
მშობლებმა შეამჩნიეს, რომ ძაღლი ბავშვს ყოველთვის მარჯვენა მხარეს დაყვებოდა. აღმოჩნდა, რომ მან რაღაც იცოდა...
ხუთი წლის ბავშვის მარკოსა და მისი უზარმაზარი ძაღლის ალფას მეგობრობა განსაკუთრებულია რამდენიმე მიზეზის გამო. ისევე როგორც ყველა ერთგული მეგობარი, ისინიც ერთად ატარებენ დროს. 

ალფა სეირნობისას ყოველთვის მარკოს მარჯვენა გვერდით დგებოდა. მშობლები თვლიდნენ, რომ ეს უბრალო დამთხვევა იყო. 

Zooclub

ასე გრძელდებოდა რამდენიმე თვე, სანამ ბავშვი ექიმთან არ წაიყვანეს. სპეციალისტმა მარკოს  მარჯვენა თვალის ასტიგმატიზმის მძიმე ფორმა დაუდგინა. ბიჭის მდგომარეობა იმდენად კრიტიკული იყო, რომ მას მარჯვენა თვალში მხედველობა თითქმის აღარ ჰქონდა.

საბედნიეროდ, დაავადება დროულად აღმოაჩინეს. დაგვიანების შემთხვევაში მარკო ერთი თვალიდან მხედველობას დაკარგავდა.

მას შემდეგ,
რაც მშობლები მიხვდნენ, რომ ალფამ მარკოს პრობლემა აღმოაჩინა, ძაღლის მოქმედებებს განსაკუთრებულად აქცევდნენ ყურადღებას. ყველას გასაკვირად,
მათ შეამჩნიეს, რომ ალფა ხშირად ლოკავდა მეორე ბინადარი ძაღლის - კასას თათს.

ოჯახმა კასა ვეტერინართან წაიყვანა. ცხოველს სიმსივნე  ზუსტად იმავე თათზე დაუდგინდა, რომელსაც ალფა ლოკავდა.

"ალფა ჩვენი ოჯახის მფარველი ანგელოზია, რომელიც ყოველდღიურად გვიცავს. "- ამბობს მარკოს მამა.

Zooclub

წარმოგიდგენიათ ოთხფეხა, უზარმაზარი მფარველი ანგელოზი, რომელიც 82 კგ-ს იწონის? სწორედ ასეთი გარეგნობით გამოირჩევა ალფა.

მშობლები ყველაფერს აკეთებენ, რათა ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ალფა კი, თავის მხრივ, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მარკოსგან მარჯვენა მხარეს დგას.

ასევე იხილეთ:

ამ პატარა ბიჭს მეტად უცნაური გატაცება აქვს...

ბავშვმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან მეზობლის ძაღლი გადაარჩინა

გერმანული დოგი მთელ დღეს თავის "უმცროს დაზე ზრუნვაში ატარებს

ნინო
ძაღლზე და კატაზე საყვარელი, ერთგული არის ადამიანი(ყველაზე არ მაქვს საუბარი)?
eehhhhhh
დედაჩემი ვერ იტანდა კატებს იმ მომენტამდე,სანამ კატა ძალით არ დაახტა თავზე.ცალკე ტკივილითან და ცალკე კატასთან "მებრძოლი" დედაჩემი დანებდა კატას.ისიც მოკალათდა კისერზე და კრუტუნი დაიწყო.მერე კი დაუამდა ტკივილი დედაჩემს.რამდენჯერაც თავი ატკივდა,იმდენჯერ კატა ახტებოდა კისერზე.ბოლოს მიხვდა,რომ დიდი წნევის მატარებელი იყო და მკურნალობა დაიწყო.რაღაცას გრძნობენ ცხოველები!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?