"საქართველოს ძაღლების ორგანიზაცია“ - ლისის ტბის თავშესაფარი, სადაც ძაღლები კარგ პირობებში ცხოვრობენ და კეთილ პატრონებს პოულობენ
"საქართველოს ძაღლების ორგანიზაცია“ - ლისის ტბის თავშესაფარი, სადაც ძაღლები კარგ პირობებში ცხოვრობენ და კეთილ პატრონებს პოულობენ
საქართველო უპატრონო ცხოველთა თავშესაფრების სიმრავლით ნამდვილად არ გამოირჩევა. შესაბამისად, ჯერ კიდევ მწვავედ დგას უსახლკარო ძაღლების პოპულაციის მართვის პრობლემა თბილისსა და საერთოდ, მთელ საქართველოში. არსებულ თავშესაფრებს კი არ აქვთ საკმარისი ფინანსები ცხოველებზე სრულყოფილად ზრუნვისათვის. თუმცა, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს ძაღლების თავშესაფარი, რომელიც თავისი სტანდარტებითა და მოღვაწეობით, საქართველოში ლიდერია.

,,zooclub.ge’’ თავშესაფრისა და "საქართველოს ძაღლების ორგანიზაციის“ დირექტორს, ფიონა კოქშელს ესაუბრა:

- როდის დაარსდა თავშესაფარი და ვისი ინიციატივით?
"საქართველოს ძაღლების ორგანიზაცია“ – Dog Organization Georgia 2009 წელს, თბილისში მცხოვრები ჰოლანდიელი ბიზნესმენის მიერ დაარსდა. ფინანსების
მოზიდვასა და თავშესაფრისთვის შესაფერისი ტერიტორიის პოვნას ორი წელი დასჭირდა. თავშესაფარი 2011 წლის გაზაფხულზე გაიხსნა.

Zooclub

- რა
არის თავშესაფრის მთავარი საქმიანობა, რა სახის მომსახურებას უწევს ის ძაღლებს?

- Dog Organization Georgia ცდილობს, მაქსიმალურად ბევრ ძაღლს გაუწიოს დახმარება, მაგრამ, ვინაიდან თავშესაფარში მხოლოდ 35 ძაღლისთვისაა ადგილი, ხოლო თბილისში ძაღლთა რიცხვი 43 000-ს აღწევს, თავშესაფრის საქმიანობა საკმარისი არ არის. ჩვენი მიზანია, ძაღლები და ლეკვები დროებით გვყავდეს თავშესაფარში და ხალხმა აიყვანოს ისინი. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ უფრო მეტი ძაღლის შეფარების საშუალება გვექნება.

ცხოველების თავშესაფრითა და ახალი ოჯახებით უზრუნველყოფის პარალელურად, ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს სტერილიზაციის პროგრამას, რომელსაც ლონდონში მდებარე ცხოველთა კეთილდღეობის ორგანიზაცია, Mayhew International-ი აფინანსებს. მართალია, არ შეგვიძლია ყველა ძაღლის თავშესაფარში მიღება, მაგრამ ყოველთვის ვთავაზობთ დახმარებას ადამიანებს, რომლებიც გვთხოვენ, მივიღოთ ძაღლი ან ლეკვი და მათ სტერილიზაციას და ვაქცინაციას ვთავაზობთ, რასაც ჩვენი ,,დაბირკვის“, ვაქცინაციის, სტერილიზაცია-კასტრაციისა და უწინდელ ადგილზე დაბრუნების პროგრამა ითვალისწინებს. 2015 წლის იანვრიდან დღემდე, ორგანიზაციამ უკვე 230 ძაღლსა და ლეკვს გაუწია ამგვარი მომსახურება.

Zooclub

Mayhew International-ის სტერილიზაციის პროგრამის დაფინანსების გარდა, ორგანიზაცია არსებობს შემოწირულობების საშუალებით. გარდა ამისა, ფინანსების მოზიდვის საკუთარი წყაროებიც აქვს. მხოლოდ ერთი თანამშრომელი გვყავს, რომ არაფერი ვთქვათ ელექტროობასა და წყალზე - მხოლოდ მზის პანელი და ჭა გვაქვს.

ვცდილობთ, ევროპული სტანდარტების მიხედვით ვიხელმძღვანელოთ. ექიმი-ვეტერინარი სამედიცინო შემოწმებას უტარებს ჩვენს ძაღლებს, ყველა საჭირო აცრას უკეთებს და ასტერილებს მათ, რათა თავიდან ავიცილოთ არასასურველი გამრავლება და უსახლკარო ლეკვები. მოხალისეთა მცირე გუნდი გვყავს, რომლებიც ძაღლების ვარჯიშსა და მოვლაში გვეხმარებიან და რადგან ჩვენი ცხოველები ბედნიერები, ჯანმრთელები და კარგად სოციალიზირებულები არიან (როგორც ძაღლებთან, ისე ადამიანებთან), ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენს თავშესაფარზე არჩევანის შეჩერება ნამდვილად ღირს.

Zooclub

- რამდენად ხშირია თქვენი თავშესაფრიდან ძაღლების აყვანის ფაქტები?
- სამწუხაროდ, ის ფაქტი, რომ ჩვენი ძაღლები მხიარულები და ჯანმრთელები არიან, მეორე მხრივ, პრობლემასაც ქმნის, რადგან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ჩვენი თავშესაფარი ცხოველებისთვის კარგი სახლია და ძაღლები ნაკლებად კომფორტული თავშესაფრებიდან აჰყავთ, რათა მათ ცუდი გარემოდან თავის დაღწევაში დაეხმარონ. ხუთი წლის განმავლობაში 150 ძაღლს ვუპოვეთ ოჯახი, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ჩვენგან ძაღლის აყვანის მსურველმა განაცხადის ფორმა უნდა შეავსოს და აუცილებლად დაგვთანხმდეს ჩვენი მოხალისის შინ ვიზიტზე, რომელიც ძაღლს დააკვირდება. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როცა ძაღლი უკან წამოვიყვანეთ, რადგან მას ისე არ უვლიდნენ, როგორც ველოდით. არ ვგულისხმობ, რომ მას ცუდად ექცეოდნენ, მაგრამ, მაგალითად, ძალიან პატარა სივრცეში ჰყავდათ დაბმული და არ ავარჯიშებდნენ. ოჯახში წაყვანილ ძაღლს თავშესაფარზე უკეთესი პირობები ნამდვილად უნდა ჰქონდეს.

ზოგადად, თავშესაფარი არ იღებს ხალხის მიერ მიყვანილ ძაღლებს ბევრი მიზეზით, უპირველესად კი იმის გამო, რომ თბილისის ქუჩებში 43 000 ძაღლია, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. სანაცვლოდ, ადამიანებში პასუხისმგებლობის გრძნობის წახალისებას ვცდილობთ, რადგან როცა ადამიანი ძაღლის ყოლას წყვეტს, ეს პასუხისმგებლობა მთელი ცხოვრება მას ეკისრება. არსებობს ასეთი ინგლისური გამოთქმა: ,,ლეკვი მხოლოდ საშობაო საჩუქარი არ არის’. ამიტომ, ჩვენ არ განვიხილებით ისეთ საშუალებად, რომელიც ააცილებს ხალხს პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოველზე, რომლის ყოლაც მათ აღარ სურთ. ეს ეხება, როგორც ქართველებს, ასევე უცხოელებს. თუმცა, მზად ვართ, დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებსაც პრობლემები აქვთ ცხოველებთან მიმართებაში, მივცეთ მათ რჩევები მათ სწავლებასა და ტრანსპორტირებაზე, ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

Zooclub

- რამდენი ხანია, რაც თავშესაფრის დირექტორად მუშაობთ? როგორ შეაფასებდით საზოგადოების დამოკიდებულებას ძაღლების მიმართ?
- ორგანიზაციის საქმიანობაში მისი დაარსების პირველივე დღიდან ვიყავი ჩართული და ფინანსების მოზიდვაში ვიღებდი მონაწილეობას, რომელიც თავშესაფრის ასაშენებლად გვჭირდებოდა. როცა თავშესაფარი აშენდა, მე მოხალისეობა დავიწყე და უზრუნველვყოფდი ჰიგიენის შენარჩუნებისა და დაავადებათა მინიმუმამდე დაყვანის საკითხებს, ასევე აცრებისა და სტერილიზაციის ორგანიზატორი გახლდით და თითოეულ ძაღლზე ჩანაწერებს ვაკეთებდი. ანუ, თავშესაფრის მართვაში მონაწილეობას 2011 წლიდან ვიღებ. დირექტორი (ანაზღაურების გარეშე) მაშინ გავხდი, როცა დამფუძნებელმა საქართველო დატოვა. ეს მოხდა 2013 წელს.

- თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს ამ მხრივ?
- მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვედი, ანუ 2009 წლიდან დღემდე, ბევრ სასიკეთო ცვლილებას ვამჩნევ. მაგალითად, უსახლკარო ძაღლების მასობრივი მკვლელობები აღარ ხდება. თბილისში უკვე ცხოველთა სააგენტო და ცხოველთა შესახებ კანონიც არსებობს, რაც შეიძლება სრულყოფილი არ არის, მაგრამ ნამდვილად შეაქვს წვლილი შინაური ცხოველების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებაში. ასევე, ცდილობენ პოპულაციის კონტროლსა და უსახლკარო ძაღლების სტერილიზაციას. თუმცა, გულდასაწყვეტია, რომ პუბლიკა ჯერ ვერ აცნობიერებს სტერილიზაციის დადებით შედეგებს, რადგან ისინი სათანადოდ არ არიან ინფორმირებულნი. მაგალითად, ჩვენი პოლიტიკის მიუხედავად, რომელიც საზოგადოების მიმართ მეგობრული ძაღლების აცრას, სტერილიზებას და დაბირკვას ითვალისწინებს, ორგანიზაციამ მის მიერ დაბირკული ძაღლების 16% აიყვანა ქუჩიდან აგრესიულობის ბრალდების გამო (თუმცა, ხშირ შემთხვევაში ეს ბრალდება არ იქნა დადასტურებული) და ქალაქის თავშესაფარში მიაბარა. ჩვენს მიერ დაბირკული ძაღლების მოწამვლის მუქარაც ხშირად გვსმენია, უბრალოდ, იმ მიზეზის გამო, რომ ხალხს არ სურდა ძაღლებს ევლოთ მათ ტერიტორიაზე. ადამიანები უბრალოდ ვერ აცნობიერებენ იმას, რომ უსაფრთხო, ვაქცინირებული და სტერილიზებული ძაღლების მოშორება გამოიწვევს იმავე ადგილზე სხვა ძაღლების დაბინავებას, რომლებიც არ იქნებიან უსაფრთხო ხალხისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება ნამდვილად აუცილებელია.

ბევრმა ადამიანმა დაიწყო ფიქრი მეტისების აყვანაზე. წინათ თითქოს მხოლოდ ჯიშიანი ძაღლები სურდათ, განსაკუთრებულად მიიჩნევდნენ მათ, მაშინ, როცა, რეალურად, ნაჯვარი ძაღლები უფრო ჯანმრთელები არიან გენების შერევის გამო. თუმცა, ამ მიმართულებით წინ კიდევ დიდი გზაა - რაც შეეხება სტერილიზაციას, ამ მხრივ მეტი განათლებაა საჭირო.

Zooclub

- როგორია თავშესაფრის სამომავლო გეგმები?

- პატარა, თუმცა, კარგად მართულმა და მაღალი სტანდარტების მქონე თავშესაფარმა, Mayhew International-ის მიერ დაფინანსებული სტერილიზაციის პროგრამის წყალობით, საქართველოში ლიდერის პოზიცია მოიპოვა. თუმცა, კიდევ ბევრმა არ იცის მისი არსებობის შესახებ. ძალიან კარგი იქნებოდა მეტი ქართველი მოქალაქის ჩართვა თავშესაფრის საქმიანობაში. ჩვენ მოხარულები ვიქნებით, თუ მეტი ქართველი მოხალისე გამოჩნდება, რომლებიც გვეწვევიან და ძაღლების მოვლაში მოგვეხმარებიან. ასევე, დაგვეხმარებიან ფინანსების მოზიდვაში, სტერილიზაციის პროგრამაში, ინფორმაციის გავრცელებასა და ადამიანების წახალისებაში, რომ აიყვანონ ძაღლები ჩვენი თავშესაფრიდან, რათა ამ უკანასკნელმა კიდევ უფრო მეტ ძაღლს მისცეს უკეთესად ცხოვრების შანსი. გასულ წელს, ორგანიზაციამ დააარსა ცხოველთა კეთილდღეობის კლუბი თბილისის ბრიტანულ სკოლაში. ბრწყინვალე იქნება, თუ ქართველი ცხოველების მოყვარულების მიერ მსგავსი პროგრამების ორგანიზება თბილისის სხვა სკოლებშიც მოხდება და მომავალ თაობას ცხოველებზე ზრუნვას, ვაქცინაციისა და სტერილიზაციის მნიშვნელობას და იმას ვასწავლით, რომ შერეული ჯიშები არაფრით ჩამოუვარდებიან სუფთა ჯიშის ძაღლებს.


ორგანიზაციის ფეისბუქია:  Dog Organization Georgia


თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის




ასევე იხილეთ: უსახლკარო ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე - როგორ აღნიშნავს საქართველო და რა აქციები იგეგმება?

Teimuraz Tsikoridze
ყველა მსურველს აქვს უფლება (იმ ადამიანების გარდა, ვისაც ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებს და პროვოკაციის სენით არის შეპყრობილი) მოვიდე 'საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" თავშესაფარში და კეთილი სურვილებით გაეცნოს ამ ორგანიზაციას. ეს არავისთვის არ დაგვიშლია. ქალბატონი ფიონაც არის ნამყოფი ჩვენთან და ჩვენ ერთმანეთთან გვაქვს მეგობრობა, ურთიერთობა, პატივისცემა და გარდა ამისა მემორანდუმიც გვაქვს გაფორმებული. მაგრამ მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია არ შემოიფარგლება მარტო თავშესაფრით და 30-40 ძღლზე მზრუნველობით. ეს არ არის მარტო თავშესაფარი, ეს არის ორგანიზაცია, შესაბამისი წევრებით და მისი მისიაა ცხოველთა დაცვა, საკანონმდებლო ინიციატივები და უამრავი სხვა თემა. ძირითადი მიმართულება კი არის ცხოველისადმი სისასტიკის მიმართ ბრძოლა. ჩემთვის აბსოლიტურად მიუღებელია თავშესაფრების შედარება და ლიდერის დასახელება ან სხვა თავშესფარზე ცუდის წერა ან წაკითხვა. თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, თვითონ გააკეთოს უფრო კარგი, ან ხელი შეუწყოს სხვას სიკეთისათვის. თავშესაფარი არ არის კომერციული დაწესებულება. ჩვენ ტრავმირებული ცხოველებს ვიღებთ ქუჩიდან ან სხვა თავშესაფრიდან. თავშესაფრებს უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან ურთიერთობა და თავისი მისიიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ცხოველის შესაბამის თავშესაფარში გადაყვანა. ამას ვანხორციელებთ. მაგრამ ლისის ტბის თავშესაფარში ჩვენგან არც ერთი ძაღლი არ გადაუყვანიათ და ამაში ვერ ვხედავ რაიმე მიუღებელს, ხოლო იგივე თავშესფრიდან წინა წლებში ძალიან ბევრი ძაღლი გვაყავს გადმოყვანილი და ეს მისასალმებელია. ისე, რომ მე ვურჩევ ყველას, არ მოხდეს თავშესაფრების შედარება, ლიდერის პოზიციის დაკავება და ა.შ. თუ ვინმეს უნდა თავშესაფრის დახმარება ან იქ რაიმეს გამოსწორება, არავინ არავის ხელს არ შეუშლის. მე პირადად ვაპირებ ჩვენი თავშესაფრის გაუქმების საკითხი დავაყენო ძალიან ახლო მომავალში, და უბედნიერესი ვიქნები, თუ ვინმე აიღებს ინიციატივას, დააფინანსებს და ჩვენთან ბინადარ ძაღლებზე იზრუნებს. მადლობას ვეტყვი და მაქსიმალურადაც ხელს შევუწყობ. არ არის ლამაზი, არაეთიკურია, როდესაც ვიღაც დეზინფორმატორი რაღაცეებს აფრქვევს და დეზინფორმაციას აწვდის საზოგადოებას. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია! ჩვენ არც დაწერა გვინდა, რომ ძალიან კარგები ვართ, და არც აპლოდისმენტები, მით უმეტეს არც ლიდერობისათვის ვმოღვაწეობთ. იმას რასაც ვაკეთებთ, ეს არის ჩვენი აბსოლიტურად უანგარო დამოკიდებულება ცხოველებისადმი და ამით ვარსებობთ და ვცოცხლობთ! კიდევ ვიმეორებ, რომ ენას კბილი დააჭიროს ინკოგნიტოებმა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს მე მომმართოს. მე მას ავუხსნი და მიხვდება, თუ არა მივახვედრებ! ამით ვასრულებ და არავისი არც შექება და არც დეზინფორმაცია არ გვჭირდება. კარგი იქნება თუ სტატიაში გარკვეულ ინფორმაციებს გადაამოწმებთ, ან ყველას ერთ ქვაბში არ მოხარშავთ. თუ არა, ესეც არ არის პრობლემა, ვინაიდან ეს ქვეყანა აგებულია დეზინფორმატორებზე, ჭორებზე, პირად ინტერესებზე და ა.შ.
თიო
მე გამიგია, რომ ბატონი თემურ წიქორიძე ამ თავშესაფარში ცხოვრობს - რადგან ცხოვრების დიდი ნაწილი დაუთმო ცოხველებს. - ამის გამო დიდ პატივს ვცემ. თავად გამიხარდებოდა ამ თავშესაფრის ნახვა, ასევე ამ თავშესაფარზე დაწერა ჩვენი საიტისთვის :)
თიო
პაატა ბათუმი - არა, არ ვყოფილვარ და შესაბამისად გამოვთქვი აზრი იმ თავშესაფრებზე, სადაც ვყოფილვარ. თქვენ ყოფილხართ ლისის თავშესაფარში? :)
Teimuraz Tsikoridze
მოგესალმებით. არ ვიცი ვინ დაწერა, მააგრამ " am tutucebs damiedet" გასაგონად მინდა ვთქვა, რომ დეზინფორმაციისაგან კარგი იქნება თუ თავს შეიკავებთ." ციქორიზესაც აქ ტავშესაფარი მგონი." მგონი და არ ამგონი და ასე გავიგე ან ასე მითხრეს, ეს არ არის დასაწერი. რაც შეეხება ლეკვების გადაყრას თურმე ჩემს მიერ ლისის ტბაზე, იქნებ ლისის ტბიდან გვყავს პირიქით აქეთ მოყვანილი ცხოველები? ეს არ გაგიგიათ. საწყენია, რომ ასეთი დეზინფორმატორები არსებობენ. რაც შეეხება ლისის ტბის თავშესაფარს, ეს ჩემი უშუალო დახმარებით და მონაწილეობით მოხდა მისი დაარსება და პირველი ორი წელი მისი გამართვა. თუ ვინმეს რაიმე ეჭვი ეპარება (არც მაინტერესებს) შეგიძლიათ მიმართოთ ივო ბაქჰაუზენს, ვინც დაარსა ეს ორგანიზაცია. ცოტა თავი შეიკავეთ ჩემი გვარის დასახელებისგან და ორგანიზაციის შეურაწყოფისგან. ამაში ვხედავ, რომ არსებობს რაღაც ინტერესი. http://gspsa.org.ge/
paata batumi
თიო თქვენ თვითონ თუ ხართ GSPSA-ას თავშესაფარსი ნამყოფი? და თუ იცით რას ვაკეთებთ/
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?