"საქართველოს ძაღლების ორგანიზაცია“ - ლისის ტბის თავშესაფარი, სადაც ძაღლები კარგ პირობებში ცხოვრობენ და კეთილ პატრონებს პოულობენ
"საქართველოს ძაღლების ორგანიზაცია“ - ლისის ტბის თავშესაფარი, სადაც ძაღლები კარგ პირობებში ცხოვრობენ და კეთილ პატრონებს პოულობენ
საქართველო უპატრონო ცხოველთა თავშესაფრების სიმრავლით ნამდვილად არ გამოირჩევა. შესაბამისად, ჯერ კიდევ მწვავედ დგას უსახლკარო ძაღლების პოპულაციის მართვის პრობლემა თბილისსა და საერთოდ, მთელ საქართველოში. არსებულ თავშესაფრებს კი არ აქვთ საკმარისი ფინანსები ცხოველებზე სრულყოფილად ზრუნვისათვის. თუმცა, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს ძაღლების თავშესაფარი, რომელიც თავისი სტანდარტებითა და მოღვაწეობით, საქართველოში ლიდერია.

,,zooclub.ge’’ თავშესაფრისა და "საქართველოს ძაღლების ორგანიზაციის“ დირექტორს, ფიონა კოქშელს ესაუბრა:

- როდის დაარსდა თავშესაფარი და ვისი ინიციატივით?
"საქართველოს ძაღლების ორგანიზაცია“ – Dog Organization Georgia 2009 წელს, თბილისში მცხოვრები ჰოლანდიელი ბიზნესმენის მიერ დაარსდა. ფინანსების
მოზიდვასა და თავშესაფრისთვის შესაფერისი ტერიტორიის პოვნას ორი წელი დასჭირდა. თავშესაფარი 2011 წლის გაზაფხულზე გაიხსნა.

Zooclub

- რა
არის თავშესაფრის მთავარი საქმიანობა, რა სახის მომსახურებას უწევს ის ძაღლებს?

- Dog Organization Georgia ცდილობს, მაქსიმალურად ბევრ ძაღლს გაუწიოს დახმარება, მაგრამ, ვინაიდან თავშესაფარში მხოლოდ 35 ძაღლისთვისაა ადგილი, ხოლო თბილისში ძაღლთა რიცხვი 43 000-ს აღწევს, თავშესაფრის საქმიანობა საკმარისი არ არის. ჩვენი მიზანია, ძაღლები და ლეკვები დროებით გვყავდეს თავშესაფარში და ხალხმა აიყვანოს ისინი. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ უფრო მეტი ძაღლის შეფარების საშუალება გვექნება.

ცხოველების თავშესაფრითა და ახალი ოჯახებით უზრუნველყოფის პარალელურად, ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს სტერილიზაციის პროგრამას, რომელსაც ლონდონში მდებარე ცხოველთა კეთილდღეობის ორგანიზაცია, Mayhew International-ი აფინანსებს. მართალია, არ შეგვიძლია ყველა ძაღლის თავშესაფარში მიღება, მაგრამ ყოველთვის ვთავაზობთ დახმარებას ადამიანებს, რომლებიც გვთხოვენ, მივიღოთ ძაღლი ან ლეკვი და მათ სტერილიზაციას და ვაქცინაციას ვთავაზობთ, რასაც ჩვენი ,,დაბირკვის“, ვაქცინაციის, სტერილიზაცია-კასტრაციისა და უწინდელ ადგილზე დაბრუნების პროგრამა ითვალისწინებს. 2015 წლის იანვრიდან დღემდე, ორგანიზაციამ უკვე 230 ძაღლსა და ლეკვს გაუწია ამგვარი მომსახურება.

Zooclub

Mayhew International-ის სტერილიზაციის პროგრამის დაფინანსების გარდა, ორგანიზაცია არსებობს შემოწირულობების საშუალებით. გარდა ამისა, ფინანსების მოზიდვის საკუთარი წყაროებიც აქვს. მხოლოდ ერთი თანამშრომელი გვყავს, რომ არაფერი ვთქვათ ელექტროობასა და წყალზე - მხოლოდ მზის პანელი და ჭა გვაქვს.

ვცდილობთ, ევროპული სტანდარტების მიხედვით ვიხელმძღვანელოთ. ექიმი-ვეტერინარი სამედიცინო შემოწმებას უტარებს ჩვენს ძაღლებს, ყველა საჭირო აცრას უკეთებს და ასტერილებს მათ, რათა თავიდან ავიცილოთ არასასურველი გამრავლება და უსახლკარო ლეკვები. მოხალისეთა მცირე გუნდი გვყავს, რომლებიც ძაღლების ვარჯიშსა და მოვლაში გვეხმარებიან და რადგან ჩვენი ცხოველები ბედნიერები, ჯანმრთელები და კარგად სოციალიზირებულები არიან (როგორც ძაღლებთან, ისე ადამიანებთან), ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენს თავშესაფარზე არჩევანის შეჩერება ნამდვილად ღირს.

Zooclub

- რამდენად ხშირია თქვენი თავშესაფრიდან ძაღლების აყვანის ფაქტები?
- სამწუხაროდ, ის ფაქტი, რომ ჩვენი ძაღლები მხიარულები და ჯანმრთელები არიან, მეორე მხრივ, პრობლემასაც ქმნის, რადგან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ჩვენი თავშესაფარი ცხოველებისთვის კარგი სახლია და ძაღლები ნაკლებად კომფორტული თავშესაფრებიდან აჰყავთ, რათა მათ ცუდი გარემოდან თავის დაღწევაში დაეხმარონ. ხუთი წლის განმავლობაში 150 ძაღლს ვუპოვეთ ოჯახი, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ჩვენგან ძაღლის აყვანის მსურველმა განაცხადის ფორმა უნდა შეავსოს და აუცილებლად დაგვთანხმდეს ჩვენი მოხალისის შინ ვიზიტზე, რომელიც ძაღლს დააკვირდება. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როცა ძაღლი უკან წამოვიყვანეთ, რადგან მას ისე არ უვლიდნენ, როგორც ველოდით. არ ვგულისხმობ, რომ მას ცუდად ექცეოდნენ, მაგრამ, მაგალითად, ძალიან პატარა სივრცეში ჰყავდათ დაბმული და არ ავარჯიშებდნენ. ოჯახში წაყვანილ ძაღლს თავშესაფარზე უკეთესი პირობები ნამდვილად უნდა ჰქონდეს.

ზოგადად, თავშესაფარი არ იღებს ხალხის მიერ მიყვანილ ძაღლებს ბევრი მიზეზით, უპირველესად კი იმის გამო, რომ თბილისის ქუჩებში 43 000 ძაღლია, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. სანაცვლოდ, ადამიანებში პასუხისმგებლობის გრძნობის წახალისებას ვცდილობთ, რადგან როცა ადამიანი ძაღლის ყოლას წყვეტს, ეს პასუხისმგებლობა მთელი ცხოვრება მას ეკისრება. არსებობს ასეთი ინგლისური გამოთქმა: ,,ლეკვი მხოლოდ საშობაო საჩუქარი არ არის’. ამიტომ, ჩვენ არ განვიხილებით ისეთ საშუალებად, რომელიც ააცილებს ხალხს პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოველზე, რომლის ყოლაც მათ აღარ სურთ. ეს ეხება, როგორც ქართველებს, ასევე უცხოელებს. თუმცა, მზად ვართ, დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებსაც პრობლემები აქვთ ცხოველებთან მიმართებაში, მივცეთ მათ რჩევები მათ სწავლებასა და ტრანსპორტირებაზე, ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

Zooclub

- რამდენი ხანია, რაც თავშესაფრის დირექტორად მუშაობთ? როგორ შეაფასებდით საზოგადოების დამოკიდებულებას ძაღლების მიმართ?
- ორგანიზაციის საქმიანობაში მისი დაარსების პირველივე დღიდან ვიყავი ჩართული და ფინანსების მოზიდვაში ვიღებდი მონაწილეობას, რომელიც თავშესაფრის ასაშენებლად გვჭირდებოდა. როცა თავშესაფარი აშენდა, მე მოხალისეობა დავიწყე და უზრუნველვყოფდი ჰიგიენის შენარჩუნებისა და დაავადებათა მინიმუმამდე დაყვანის საკითხებს, ასევე აცრებისა და სტერილიზაციის ორგანიზატორი გახლდით და თითოეულ ძაღლზე ჩანაწერებს ვაკეთებდი. ანუ, თავშესაფრის მართვაში მონაწილეობას 2011 წლიდან ვიღებ. დირექტორი (ანაზღაურების გარეშე) მაშინ გავხდი, როცა დამფუძნებელმა საქართველო დატოვა. ეს მოხდა 2013 წელს.

- თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს ამ მხრივ?
- მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვედი, ანუ 2009 წლიდან დღემდე, ბევრ სასიკეთო ცვლილებას ვამჩნევ. მაგალითად, უსახლკარო ძაღლების მასობრივი მკვლელობები აღარ ხდება. თბილისში უკვე ცხოველთა სააგენტო და ცხოველთა შესახებ კანონიც არსებობს, რაც შეიძლება სრულყოფილი არ არის, მაგრამ ნამდვილად შეაქვს წვლილი შინაური ცხოველების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებაში. ასევე, ცდილობენ პოპულაციის კონტროლსა და უსახლკარო ძაღლების სტერილიზაციას. თუმცა, გულდასაწყვეტია, რომ პუბლიკა ჯერ ვერ აცნობიერებს სტერილიზაციის დადებით შედეგებს, რადგან ისინი სათანადოდ არ არიან ინფორმირებულნი. მაგალითად, ჩვენი პოლიტიკის მიუხედავად, რომელიც საზოგადოების მიმართ მეგობრული ძაღლების აცრას, სტერილიზებას და დაბირკვას ითვალისწინებს, ორგანიზაციამ მის მიერ დაბირკული ძაღლების 16% აიყვანა ქუჩიდან აგრესიულობის ბრალდების გამო (თუმცა, ხშირ შემთხვევაში ეს ბრალდება არ იქნა დადასტურებული) და ქალაქის თავშესაფარში მიაბარა. ჩვენს მიერ დაბირკული ძაღლების მოწამვლის მუქარაც ხშირად გვსმენია, უბრალოდ, იმ მიზეზის გამო, რომ ხალხს არ სურდა ძაღლებს ევლოთ მათ ტერიტორიაზე. ადამიანები უბრალოდ ვერ აცნობიერებენ იმას, რომ უსაფრთხო, ვაქცინირებული და სტერილიზებული ძაღლების მოშორება გამოიწვევს იმავე ადგილზე სხვა ძაღლების დაბინავებას, რომლებიც არ იქნებიან უსაფრთხო ხალხისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება ნამდვილად აუცილებელია.

ბევრმა ადამიანმა დაიწყო ფიქრი მეტისების აყვანაზე. წინათ თითქოს მხოლოდ ჯიშიანი ძაღლები სურდათ, განსაკუთრებულად მიიჩნევდნენ მათ, მაშინ, როცა, რეალურად, ნაჯვარი ძაღლები უფრო ჯანმრთელები არიან გენების შერევის გამო. თუმცა, ამ მიმართულებით წინ კიდევ დიდი გზაა - რაც შეეხება სტერილიზაციას, ამ მხრივ მეტი განათლებაა საჭირო.

Zooclub

- როგორია თავშესაფრის სამომავლო გეგმები?

- პატარა, თუმცა, კარგად მართულმა და მაღალი სტანდარტების მქონე თავშესაფარმა, Mayhew International-ის მიერ დაფინანსებული სტერილიზაციის პროგრამის წყალობით, საქართველოში ლიდერის პოზიცია მოიპოვა. თუმცა, კიდევ ბევრმა არ იცის მისი არსებობის შესახებ. ძალიან კარგი იქნებოდა მეტი ქართველი მოქალაქის ჩართვა თავშესაფრის საქმიანობაში. ჩვენ მოხარულები ვიქნებით, თუ მეტი ქართველი მოხალისე გამოჩნდება, რომლებიც გვეწვევიან და ძაღლების მოვლაში მოგვეხმარებიან. ასევე, დაგვეხმარებიან ფინანსების მოზიდვაში, სტერილიზაციის პროგრამაში, ინფორმაციის გავრცელებასა და ადამიანების წახალისებაში, რომ აიყვანონ ძაღლები ჩვენი თავშესაფრიდან, რათა ამ უკანასკნელმა კიდევ უფრო მეტ ძაღლს მისცეს უკეთესად ცხოვრების შანსი. გასულ წელს, ორგანიზაციამ დააარსა ცხოველთა კეთილდღეობის კლუბი თბილისის ბრიტანულ სკოლაში. ბრწყინვალე იქნება, თუ ქართველი ცხოველების მოყვარულების მიერ მსგავსი პროგრამების ორგანიზება თბილისის სხვა სკოლებშიც მოხდება და მომავალ თაობას ცხოველებზე ზრუნვას, ვაქცინაციისა და სტერილიზაციის მნიშვნელობას და იმას ვასწავლით, რომ შერეული ჯიშები არაფრით ჩამოუვარდებიან სუფთა ჯიშის ძაღლებს.


ორგანიზაციის ფეისბუქია:  Dog Organization Georgia


თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის




ასევე იხილეთ: უსახლკარო ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე - როგორ აღნიშნავს საქართველო და რა აქციები იგეგმება?

Admin
Nita, საიტზე არის რამდენიმე თავშესაფრის კოორდენატები - გაეცანით მათ ჩვენს ერთ-ერთ განყოფილებას, ზოორუკას: http://www.zooclub.ge/index.php?option=com_zoobook&view=items&pcat=-1&ccat=59&search=&Itemid=219#zoobook_search _ _ გარდა ლისის ტბის თავშესაფრის, საიტზე დევს ინფორმაცია ნუცუბიძის თავშესაფარზე, ასევე გორის თავშესაფარზე. მომავალში ასევე გავაგრძელებთ საქართველოში არსებული თავშესაფრების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას.
Nita
გამარჯობა. საინტერესო და სასარგებლო იქნება, თბილისში არსბეული ყველა თავშესაფრის შესახებ თუ დაწერთ მომავალში და მათ კონტაქტებსაც მიუთითებთ. ელიზბარაშვილის, მუნიციპალური ვიცოდი. ლისის გადმოცემით ვიცოდი როგორც "უცხოელების თავშესაფარი" და სად იყო, არც ვიცოდი. ასევე, კომენტარებიდან შევიტყვე http://gspsa.org.ge/ -ს შესახებ. ეს საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციაა ცხოველების მოყვარულთათვის. შეიძლება სხვებიცაა და არ ვიცით.
Admin
ბატონო თეიმურაზ, გამოგიგზავნეთ ჩვენი მეილი ამ ელფოსტაზე: info@gspsa.org.ge . თუ რიგი მიზეზების გამო არ მოსულა, აქ გაცნობებთ ჩვენს მეილს: info@zooclub.ge და თქვენგან საინტერესო ინფორმაციებს და სიახლეებს დაველოდებით. პატივისცემით - საიტის ადმინისტრაცია.
Teimuraz Tsikoridze
სასიამოვნოა, რომ დაიცავით ობიექტურობა! კარგ საქმეს აკეთებთ და მოხარული ვიქნები, თუ ეწვევით ჩვენს ორგანიზაციას. გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი მეილი და პერიოდულად მოგაწვდით საინტერესო სიახლეებს, რაც ცხოველთა კეთილდღეობას მოემსახურება. პატივისცემით, თეიმურაზ წიქორიძე http://gspsa.org.ge/
Teimuraz Tsikoridze
საითის ადმინისტრატორს! კარგი იქნება, თუ ფსიქოლოგიურად გაუწეონასწორებელი დეზინფორმატორების პოსტებს წაშლით ან გააფრთხილებთ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?